x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ტრაგედია ანი გიუნტერის ოჯახში
image

ტე­ლე­ჟურნალისტი ანი გი­უნ­ტე­რი სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. ანი წერს, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა.



"გუ­შინ, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ისე ჩა­ვუ­ა­რე მშობ­ლი­ურ სახ­ლს რომ არ შევ­სულ­ვარ დე­დას­თან ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად, რად­გან მე­გობ­რის დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე ვჩ­ქა­რობ­დი….


ხვალ მი­ვალ მეთ­ქი. სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ხვალ არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს დღეს …ხომ მას­წავ­ლე, დე…
დღეს დედა აღარ არის…და მეც აღარ ვარ­სე­ბობ…მიყ­ვარ­ხარ, მჭირ­დე­ბით, მად­ლო­ბა…", - წერს ანი.




40 წლის გერმანული წარმოშობის ანი გიუნტერი საზოგადოებამ ტელეკრანებიდან გაიცნო, იგი 10 წელზე მეტია რუსთავი-2-ის უცვლელი წამყვანია, არხიდან წასვლაზე მაშინაც არ უფიქრია, როდესაც ტელეკომპანიაში ფინანსური კრიზისი შეიქმნა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას ანი გიუნტერის ქმართან გაყრილია და ორ შვილს მაშიკოს და ლაზარეს მარტო ზრდის, რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ანი გიუნტერმა რადიო "ფორტუნასთან" განაცხადა:


"ჩემი პირადი ბოლომდე პირადად დარჩება. სულ რომ რვა შვილი მყავდეს და კოსმოსში გადავიხადო ქორწილი, როცა მკითხავენ, მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენ ჩაგვიბეჭდეს, რომ გათხოვება აუცილებელია. მიხარია, რომ აღარ მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ოჯახის შექმნას, რადგან მე უკვე მყავს გადასარევი ოჯახი ორი გადასარევი შვილით და ვიღაც თუ დააპირებს ამ ოჯახში შემოსვლას, ჩვენ დავფიქრდებით… მაშინ, როცა ოჯახი მყავდა, თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა. განქორწინებაც არ ყოფილა ტრაგედია, რომელმაც დაღი დამასვა. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს ასეთი ლაღი. არ ვარსტერეოტიპების ტყვეობაში და რაღაცის მოლოდინში… შეიძლება, ადამიანთან არაოფიციალურად 15 წელი გაატარო და იყო უბედნიერესი, ორწლიანმა ოფიციალურმა ურთიერთობამ კი ბედნიერება ვერ მოგიტანოს…"

0
370
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0