x
image
ლაშა0794
ლექსი_ ''ეძღვნება ციხეში უსამართლოდ გამოკეტილ მოზარდებს''
კვლავ დამისერეს ათასობით ძველი იარა,

გული გაწურეს და უსულო გამხადეს ლეშად,

წლები მიქციეს მონაცისფრო გესლის ხვიარად

და გამომზარდეს შურისა და ბოროტის დენთად.


სულში მაფურთხეს და მიმზერდნენ მზაკვარი ღიმით,

სიშიშვლე ჩემი შემიმოსეს სიძვით და ფლასით,

გულის მაგივრად ჩამისახლეს ყინული ცივი

დამოთმინების წვეთ-წვეთობით ამივსეს თასი.

ეკლის გვირგვინით დამიკაწრეს სათუთი შუბლი,

ჩემთა თვალთაგან განაქარვეს სიყრმის ნათელი

და ნაადრევად ჩამისახლეს სხეულში მწუხრი,

გამინაცრისფრეს, ამიკივლეს სულის სანთელი.

და ის მოხუცი ჩემს ტკივილებს რომ ტირის უხმოდ,

ჩემთვის აწამეს, მგლების ხროვამ გაფლითა შუა,

დღეს ღვთისმშობელო, შენს სახებას, შენს ნათელს უხმობს,

ერთ იმედის სხივს, დარჩენილი ამქვეყნად თუა.

დღეს მეც გამწირეს, დამიშანთეს სხეული მწარე

და გული ჩემი გამიწურეს სისხლიან ხელით,

დგას ნისლიანი, დაზაფრული, შავბნელი ხვალე,

ციდან იმედით იმზირება იესოს ხელი.




2012.22.09
BY: მარიამი

2
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა0794
ლაშა0794
5
  
2012, 22 ნოემბერი, 17:37
არა
2012, 14 ნოემბერი, 23:35
ეს ლექსი შენი დაწერილია ძმა? )
0 1 2