ჩოგბურთი ჯოკოვიჩმა თავი იმართლა მამამისის გამო, რომელიც რუსეთის დროშით ხელში დააფიქსირეს 2023, 28 იანვარი, 12:07 ![]() ნოვაკის თქმით, მამამისი სრჯანი არ უჭერს მხარს რუსეთის მიერ უკრიანაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს და მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. სპორტსმენი ირწმუნება, რომ მამამისი უბრალოდ გულშემატკივრების გვერდით დადგა, რათა მადლობა გადაეხადა მათთვის. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში ჯოკოვიჩის რუს ანდრეი რუბლევთან გამარჯვების შემდეგ, ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სპორტსმენის მამა სრჯანი დგას მამაკაცის გვერდით, რომელსაც მაისურზე ასო Z- აწერია და ასევე. ხელში რუსული დროშა უჭირავს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ამის შემდეგ სრჯანი ვიდეოში ამბობს "რუსებს გაუმარჯოს". ![]() გასულ კვირას უკრაინელების მოთხოვნით მელბურნ პარკის ჩოგბურთის ცენტრში რუსული სიმბოლოები აიკრძალა. თუმცა, სერბმა გულშემატკივრებმა სახელმწიფო დროშების ფერების მსგავსებით ისარგებლეს და რუბლევისა და ჯოკოვიჩის მეოთხედფინალური მატჩის დროს ტრიბუნებზე რუსეთის დროშები გაიტანეს. შედეგად, აქციის ოთხი მონაწილე ტრიბუნებიდან გააძევეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დაკითხა. „ადამიანთა მცირე ჯგუფმა გამოფინა მიუღებელი დროშები და სიმბოლოები და შემდეგ დაემუქრნენ დაცვის თანამშრომლებს, ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან მოთამაშეები და მათი გუნდები, " - ნათქვამია Tennis Australia-ს განცხადებაში." 175 2-ს მოსწონს
|