x
მეტი
  • 15.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508411
ღირს თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხის შესწავლა?

შესაძლებელია თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენი მართლა რეალური იყოს? ღირს თუ არა ამ საკითხის შესწავლა? მეცნიერებს შორის მსგავსი თემების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა და კამათი დღემდე არ ცხრება. ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი ალექსანდერ ვენდტი აცხადებს, რომ დროა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხს სერიოზულად მივუდგეთ. მეცნიერს მიაჩნია, რომ ამ სფეროში ტაბუს უნდა ვებრძოლოთ, უნდა გამოვიკვლიოთ ამიუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენი და არაიდენტიფიცირებულ ობიექტებს რაიმე ახსნა უნდა მოვუძებნოთ, როგორც ამას მეცნიერების სხვა დარგებში აქვს ადგილი. მკვლევარის აზრით, ამიუცნობი მფრინავი ობიექტები არ უნდა იყოს მუდმივად მხოლოდ ათასი ჯურის შარლატანების განხილვის და განსჯის თემა. დროა, მას სერიოზულმა მეცნიერებამ სათანადო ყურადღება დაუთმოს.


ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება წლების მანძილზე 22 მილიონი დოლარით აფინანსებდა საიდუმლო პროგრამას, რომელსაც Advanced Aviation Threat Identification Program (შემოკლებით AATIP) ეწოდება, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენს 2007-2012 წლებში იკვლევდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონის ოფიციოზი აღნიშნულ პრობლემას სერიოზულად მოეკიდა.


თუმცა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენი იმას არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად კავშირი აქვს უცხოპლანეტელებთან. თუ უცხოპლანეტელები მართლა არსებობენ და ჩვენს გვერდით არიან, სრულიად გაუგებარია, კაცობრიობასთან კონტაქტში რატომ არ შემოდიან. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ისინი მალულად გვაკითხავდნენ მფრინავი თეფშებით, ხოლო შემდეგ ადამიანების გამოჩენისთანავე ისე ოსტატურად უჩინარდებოდნენ, რომ დღემდე არ არსებობს რაიმე დამაჯერებელი ფოტო, ვიდეო თუ სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც არამიწიერი არსებების და მათი რომელიმე ხომალდის რეალურობას დაადასტურებდა. მაგრამ თავად ამიუცნობი მფრინავი ობიექტების სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენი ძალიან საინტერესოა და ყოველმხრივ შესწავლას საჭიროებს. ამაში სერიოზული მეცნიერები უნდა ჩაერთონ. რა აიძულებს ადამიანებს, იფიქრონ, რომ მფრინავი თეფშები ნახეს და კონტაქტი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან? რა სოციალური ფენების, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის და წარმომავლობის ადამიანები აკეთებენ ამას ყველაზე უფრო ხშირად? არსებობს თუ არა მენტალურ და სოციალურ დონეზე რაიმე ფარული კავშირი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მფრინავი თეფშები “ნახეს?” ეს და სხვა უამრავი მსგავსი საკითხი დეტალურ შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს, რაც დღემდე სამწუხაროდ სერიოზულად არავის არ გაუკეთებია. ამიტომ აღნიშნული საკითხის შესწავლა მართლაც ღირს. ყველა საკითხის შესწავლა ღირს, სადაც გაურკვევლობა და რუხი არეალები არსებობს. ყველა საკითხის მეცნიერული ახსნა უნდა არსებობდეს.


ამო

1
142
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
142
  
2023, 28 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1