x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სტარტაპ AstroForge დედამიწელებს ოქროს უნიტაზებს პირდება

image
კომპანია AstroForge 2023 წელს ასტეროიდებზე ორი კოსმოსური ხომალდის. გაშვებას გეგმავს. სტარტაპ AstroForge აპირებს დედამიწელებს აჩუქოს პლატინისგან დამზადებული ტუალეტის უნიტაზები - ბოლშევიკების უძველესი ოცნება შეიძლება ახდეს. ეს კერძო კოსმოსური კომპანია წელს ასტეროიდებზე ერთდროულად ორ ხომალდს გაუშვებს, პირველი აპრილში აფრინდება. მიზანი ჯერჯერობით დაზვერვაა: აფრენა და კვლევა.



ყველაზე მაგარი და სასაცილო რამ: მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ სად გაფრინდებიან. ისინი მიაღწევენ მთვარის ორბიტას და იქ მოიფიქრებენ შესაფერის ასტეროიდზე. კომპანიას ასი არგუმენტი აქვს, რომ ასე ჯობია, მაგრამ სინამდვილეში საქმე დაფინანსებაზეა. კერძო ინვესტორები და სახელმწიფო ჯერ არ არიან მზად ასეთი მისიებისთვის ფულის გასაცემად.





რატომ არ აძლევენ ფულს? ამ იდეის არავის სჯერა. რატომ გვჭირდება რაღაცის მოპოვება ასტეროიდზე, ამაზე სტარტაპმა ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიის კუთხით. დედამიწას ზარალი ადგება, როგორც პლატინის მოპოვებით, ასევე მისი დამუშავებით. ამით ისინი გეგმავენ დედამიწა გაათავისუფლონ ატმოსფეროს გამონაბოლქვისგან. ასტეროიდზე ისინი აპირებენ პლატინის არა მხოლოდ მოიპოვებას, არამედ, გადადნობას, რათა იქ ყველაფერი მავნე დარჩეს. თუმცა, რაკეტების გაშვება ასევე დიდი დარტყმაა ატმოსფეროსთვის, მაგრამ მაინც ყველაზე მცირე ბოროტებაა.




სტარტაპი სავარაუდოდ გაკოტრდება. მსხვილი კომპანიები შეისწავლიან გამოცდილებას, შემდეგ კი, როცა ყველაფერი მზად იქნება, ალბათ მზა მფრინავ მეტალურგიულ ქარხნებს გაუშვებენ ასტეროიდებზე პლატინის მოსაპოვებლად.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0