x
image
თეონა გორდეზიანი
სახალისო ამბავი გენიალური ადამიანის ცხოვრებიდან...

image

ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა,
ოთახში რომ შევიდა,
მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შემობრუნდა
და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო.
იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა,
ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას,
ამის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერად პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის არიდებდა თავს.
ხსენებული უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც კი მიმართა ახლობლებს:
- თქვენი ჭირიმე, თუ ჩემს დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.
- რატომ, ბატონო იპოლიტე?
- ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლებით.
" მამა თითქოს სიკვდილსაც დასცინოდა,
თვალებში რომ ჩახედა.
მერე კიდევ ერთხელ ყველას მოგვავლო თვალი და
" წასულია ჩემი საქმე, ხომ?
ახლა არ იკივლოთ,
არ იწივლოთ,
არ შეძრათ ქვეყანა "
- დაგვარიგა . თხუთმეტ წუთში კი უკვე სააქაოს აღარ იყო "-
იხსენებს
მისი ქალიშვილი.
იპოლიტე ხვიჩიას ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა,
- არავის გაუცინია მისი სურათის დანახვისას .
1985 წლის 7 თებერვალს, როცა ქარი ტოტებს ალეწდა ხეებს, სამგლოვიარო პროცესიის წინ ფოტოზე აღბეჭდილი ღიმილიანი სახის დანახვაზე ყველა მწარედ ტიროდა .
საქართველომ სიცილის მეფე დაკარგა
0
589
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0