x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355866
  • სურათი:498098
"ურჩევნია ეს კალოშის პირა ქაჯი დაადუმოს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა "პოლიტ - ქალაქში" ნანუკა ჟორჟოლიანის სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს მისი "დადუმებისკენ" მოუწოდებს:


"კეზერაშვილს ურჩევნია ეს კალოშის პირა ქაჯი დაადუმოს და აუხსნას, რომ პოლიტიკაშიც ჩემი რეკომენდაციით შემოეთრა (სამწუხაროდ) და ქართულ ციხესაც ჩვენი დახმარებით არ ხეხავს (ორჯერ) და ჩვენი ვალიდან ვერ ამოვა მთელი ცხოვრება.


ჩუმად ეგდონ - მათ ინტერესებშია."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ "პალიტრანიუსის" ეთერში ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ნანუკა ჟორჟოლიანმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული არჩევნების კანდიდატებზე და მერაბიშვილ - კეზერაშვლის ფარულ გავლენებსა და მათ პოლიტიკურ თამაშებზე.








0
224
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
224