x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
15 შემეცნებითი და საინტერესო ფოტო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

მსოფლიო სავსეა საინტერესო და იშვიათი მოვლენებით, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ექსტრაორდინარული შეიძლება იყოს, ადამიანების უმეტესობისთვის, შეუმჩნეველი რჩება. აქ სწორედ, საოცარი მოვლენების და ადგილების ფოტოებს გთავაზობთ, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა აღმოაჩინეს და სხვებს გაუზიარეს:



"არსად მიმავალი ხიდი". ეს ხიდი ნორვეგიაშია და ასეთი უცნაური სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ გარკვეული რაკურსით გადაღებულ ფოტოებზე, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დაუმთავრებელია.image



Rainbow Hot Spring. ეს ტბა, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, ვულკანურ კრატერში მდებარეობს (აშშ) და მის ცენტრში წყლის ტემპერატურა 87° C– აღწევს.image



ესკალატორი ჯოჯოხეთში. სტოკჰოლმის მეტროში 90–ზე მეტი სადგურია და მათი უმრავლესობა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებად არის ქცეული. ზოგიერთი ადამიანი სპეციალურად ჩადის შვედეთის დედაქალაქში, რომ მეტროს სადგურები დაათვალიეროს. ხოლო, ტურისტებს შორის, ყველაზე პოპულარული, სწორედ ეს სადგურია.image



კიდევ ერთი საოცრება ეგვიპტეში. ყოველწლიურად ასტრონომიული მოვლენა ხდება, რომლის შედეგად, მზის სხივი კამერა-ობსკურას ანათებს და ფარაონ რამზეს სახეზე ეცემა... და ეს, სწორედ მისი დაბადების და ტახტზე ასვლის დღეს ხდება.image



წითურთმიანების დღე — ასე ჰქვია ზაფხულის ფესტივალს ჰოლანდიაში, რომელიც ყოველწლიურად, სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას ტარდება. image



700 წლის სახლი ირანშიimage



მაგნეზიის (თურქეთი) უძველესი სტადიონი, გათხრების დაწყებამდე და შემდეგ. აშენებულია I საუკუნეში და 40 000 მაყურებელზეა გათვლილი.image



გობელენი "აპოკალიფსი" — მოქსოვილია პარიზში 1377-1382 წწ. ის აპოკალიფსის ისტორიას ასახავს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი — "გამოცხადების" მიხედვით. 6 გობელენზე, 90 სცენაა გადმოცემული.image



სიგირიია — უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხე-სიმაგრე. მდებარეობს შრი-ლანკას ცენტრალურ პროვინციაში.image



დიდი ბრიტანეთის მეფეს ედუარდ VII (1841–1910) სასიყვარულო სავარძელი. ეს მისთვის დამზადებული სპეციალური "სავარძელია", სექსუალური ორგიების მოსაწყობად.image



"ნიუგრანგი" — სამარხი ირლანდიაში, რომელიც პირამიდებზე და სტოუნჰენჯზე უფრო ძველია.image



ჩენტურიპე — ქალაქი სიცილიაზე, დაარსებულია ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში. ცოცერონის ცნობით, ის ყველაზე დიდი ქალაქი იყო კუნძულზე. ამჟამად, მისი მოსახლეობა 5400 კაცს შეადგენს.image



იცით, რომ გიზას სფინქსს კუდიც აქვს?
image



Bagger 293 — მსოფლიოში ყველაზე დიდი სახმელეთო ტრანსპორტი. მისი წონა — 14.000 ტ, სიგრძე — 217 მ, მაქსიმალური სიჩქარე — 0, 6 კმ/სთ–ია.image



"იმპერიის გზა". რომში არის გზა, რომელიც ძვ. წ. აღრ. 321 წ. არის დაგებული და დღემდე გამოიყენება.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* მარტოხელა მეომარი: საინტერესო ფაქტები "პირველ სისხლის" შესახებ

* NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...

* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი



2
873
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
873
  
2023, 28 იანვარი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 იანვარი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2