x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რეალური, მაგრამ აღსაქმელად დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, რომელიც ბევრს აატირებს
image
მინდა მოგითხროთ წარმოუდგენლად ძლიერი და დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია, როცა ქმარმა ცოლის სიყვარულის გამო ისეთი რამ ჩაიდინა რაც დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია ვინმემ გაიმეოროს.


ახალგაზრდა წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, დაოჯახების მერე ცალკე გადავიდნენ ქმრის ოჯახიდან საცხოვრებლად, მათთვის ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი თუ ყოველი წამი სიყვარულით იყო გაჯერებული.


"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა"?-ახალგაზრდა ქალს კანის დაავადება გაუჩნდა, ექიმებმა დიაგნოზი კი დასვეს ზუსტად, მაგრამ მისი განკურნება ვერავინ შესძლო, მდგომარეობა კი ყოველდღე უარესდებოდა და ქალის სილამაზე უკვე ჭკნობაშეპარულ უვავილს ემსგავსებოდა.


მიუხედავად ამისა ქმარი თავს ევლებოდა ცოლს და არაფერს აკლებდა, თუმცა ერთხელ მივლინებაში წასული მამაკაცი ავარიაში მოჰყვა და მკურნალობის მერე სახლში რომ მოიყვანეს, აღმოჩნდა რომ მას მხედველობა სრულად ჰქონდა დაკარგული.



ახლა უკვე ცოლი უვლიდა ქმარს და ცხოვრობდნენ ასე სიამკბილობაში, ქალის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, არც მამაკაცის მკურნალობამ გამოიღო შდეგი და ისევ უსინათლოდ დარჩა.


გავიდა დრო და ქალის მდგომარეობა ისე დამძიმდა მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მეუღლის თხოვნით ქმარი ცოლის სარეცელს წამითაც არ მოშორებია. მეორე დღეს საღამოს ქალი გარდაიცვალა.


ქმარმა მეუღლე საუკეთესო ადგილას დაკრძალა უზარმაზარი ცერემონიით, საფლავის ქვაზე კი წარწერა გააკეთებინა: "ჩემი ცხოვრების ბედნიერი წლების მეგზურს მეუღლისაგან".


სახლში დაბრუნებულმა კაცმა სახლის დალაგება დაიწყო, ზედმეტი სანები ეზოში გამოიტანა და ნაგვის ურნაში ჩააგდო რამაც მეზობლები გააკვირვა, რანაირად უნდა შეერჩია არასაჭირო ნივთები უსინათლოს ან რანაირად უნდა მიეგნო ნაგვის ურნისათვის, სადაც წლების მანძილზე არ ჩაუგდია ნაგავი უსინათლობის გამო.
ჰკითხეს კიდეც მეზობლებმა და მასთან გასამხნევებლად მოსულმა მეგობრებმა, მხედველობა ოდნავ გაუუმჯობესდა თუ არა მას რაკი ქუჩაში მარტო გამოსვლა შესძლო.


მამაკაცმა დაუფარავად განუცხადა მათ: "მე მხედველობა არ დამიკარგავს, მხედველობის დაკარგვა შგნებულად მოვიფიქრე რათა ჩემს ცოლს რომელიც ერთ დროს ულამაზესი იყო თავი ჩემთან უხერხულად რომ არ ეგრძნო მისი გარეგნობის გამო.


როცა თვალის ექიმთან წამიყვანდა, ვთხოვდი ექიმთან მარტო დავეტოვებინე და ექიმს ჩემს მდგომარეობას ვუხსნიდი, ცრემლმორეული ექიმი უმარტივეს პრეპარატს მიწერდა თვალებში ჩასაწვეთებლად, რომელიც პროფილაქტიკისათვის იყო კარგი საშუალება.


დღეიდან მე ისევ თვალხილული, მაგრამ სიკვდილამდე მარტოხელა ვარ"-ასე განუცხადა მამაკაცმა მეგობრებს და მეზობლებს.

0
509
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
509