x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355866
  • სურათი:498099
რისთვის გააკრიტიკა ლეგენდარულმა მოკრივე მუჰამედ ალიმ საბჭოთა კავშირი 1979 წელს

image


მუჰამედ ალი - მსოფლიო კრივის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ალი საკმაოდ თამამი პიროვნება გახლდათ, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვის არასდროს ეშინოდა, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც. 1979 წელს მან საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები მკვეთრად გააკრიტიკა და ამის შესახებ არც არასდროს უნანია. რა გახდა კრიტიკის მიზეზი და რატომ მოუწოდა ლეგენდარულმა მოკრივემ ბევრ ქვეყანას 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ? დღეს, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.


image


1978 წლის თებერვალი - მიუხედავად იმისა რომ ალი, ლეონ სპინკსმა დაამარცხა, ის კვლავ რჩებოდა მსოფლიო კრივის მთავარ ვარსკვლავად. იმავე წლის ივნისში, სსრკ-ას, როგორც სპორტული ძლიერების სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით (1980 წლის ოლიმპიადის წინ), ქვეყნის ხელმძღვანელობამ საპატიო სტუმრად ცნობილი მოკრივის, მუჰამედ ალის მიწვევა გადაწყვეტა.


image


საბჭოთა მიწაზე ყოფნის პირველივე დღეებში ალი ამ ქვეყნით აღფრთოვანებული იყო. მან კავშირის არაერთი რესპუბლიკაც მოინახულა, სადაც მას ძალიან თბილად დახვდნენ. მუჰამედმა სსრკ სასიამოვნო შთაბეჭდილებით დატოვა: "როცა სსრკ-ში ჩავფრინდი ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ვფიქრობდი რომ ვნახავდი გაპარტახებულ ქვეყანას პირქუში ბრბოთი, რობოტებივით მოაზროვნე ხალხს და სპეცსამსახურის აგენტებს, რომლებიც ჩემს ოთახს უსმენენ, მაგრამ დამხვდა მრავალეთნიკური ქვეყანა, რომელთა წარმომადგენლებიც ერთმანეთის გვერდით სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. არანაირი იარაღი. არანაირი დანაშაული"- აცხადებდა მაშინ საბჭოთა კავშირით მოხიბლული მსოფლიო კრივის ლეგენდა.


image



თუმცა, უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, სსრკ-ზე საუბრისას, მან შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "იქ ავტობუსებში ხალხი ისე გამოიყურება, თითქოს ელექტრო სკამზე მიჰყავდეთ". საქმე ის გახლავთ, რომ 1979 წელს საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის საზღვარი გადაკვეთეს, რის შემდეგაც ხანგრძლივი და სისხლიანი ომი დაიწყო. როგორც მუსლიმი, ალი მკვეთრად და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე საუბრობდა სსრკ-ს პოლიტიკასა და სასტიკი ომის დაწყებაზე. პროტესტის ნიშნად ის აქტიურად მოუწოდებდა მუსლიმურ ქვეყნებს, არ მიეღოთ მონაწილეობა 1980 წლის ოლიმპიადაში.

image

აღსანიშნავია ისიც, რომ მუჰამედმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბჭოთა ხალხი ძალიან განათლებული და კეთილლგანწყობილია, თუმცა მათ თავიანთი ხელისუფლების ქმედებებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. სწორედ ამით გამოირჩეოდა მუჰამედ ალი თავისი დროის ყველაზე ბრწყინვალე მოკრივეთაგან. როდესაც ალი ვიეტნამის ომის დროს აშშ-ს არმიაში გაიწვიეს, მან განაცხადა, რომ არ აპირებდა ხალხის დახოცვას ხელისუფლების ახირებების გამო. მოკრივეს ლიცენზიაც კი ჩამოერთვა, თუმცა ის საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგული ბოლომდე დარჩა. აი, ასეთი იყო ლეგენდარული მძიმეწონოსანი მოკრივე - მუჰამედ ალი.


image














0
347
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
347