სხვა
სამეფო ოჯახის სკანდალური ფოტოები
2023, 23 იანვარი, 14:08
"საზოგადოება ისურვებდა მათ ამ მდგომარეობაში ნახვას", - ასე ახსნა ცნობილმა ინგლისელმა ფოტოგრაფმა ელისონ ჯექსონმა საკუთარი ფოტოების სერიის კონცეფცია, სადაც სამეფო ოჯახის წევრები სრულიად მოულოდნელ გარემოებებსა და მდგომარეობაში არიან გამოსახული.
სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე! კამილა არასდროს პოზირებდა ქალის თეთრეულით, უილიამს კი გვირგვინის მორგება აბაზანაში არასდროს უცდია! ფოტოგრაფი ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრთა ორეულებს იღებს და ფოტოშოპითაც აქტიურად სარგებლობს. ელისონი თავის პროვოკაციულ ნამუშევრებში ერთგვარ ფანტასტიკურ რეალობას ქმნის, სადაც შეგიძლიათ როგორც პრეზიდენტ კენედისა და მსახიობ მერლინ მონროს უთვალთვალოთ, ასევე სამეფო ოჯახის წევრთა პირად ცხოვრებასაც ადევნოთ თვალი. ელისონ ჯექსონის ნამუშევრების მთავარ გმირებად არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები, არამედ ცნობილი მომღერლები და მსახიობებიც გამხდარან. ხელოვანი ცნობილი ადმიანების ორეულების შესაქმნელად ბევრ მაკიაჟსა და ფოტოშოპს იყენებს, თუმცა შედეგი მართლაც რომ გასაოცარია!
თავიდან ეს კადრები რეალური ეგონათ და პრესა მათ გარკვეული პერიოდის განმავალობაში აქტიურად აქვეყნებდა. სწორედ ამაში მდგომარეობს ასეთი ხელოვნების საშიშროებაც, ვინაიდან მსგავსი ფოტოებით შესაძლოა რეალური, ცოცხალი ადამიანის რეპუტაცია და იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
კემბრიჯის ჰერცოგები შვილთან და იხვთან ერთად აბაზანაში
პირველ ფოტოზე პრინცი ჰარი ფეხმძიმე მეუღლის მუცლის გარშემოწერილობას სანტიმეტრით ზომავს, მეორეში კი ის მეგანს იოგის კეთებაში ეხმარება
დედოფალი ელისაბედ II, კორნუოლის ჰერცოგინია და ქეით მიდლტონი სალონში
ეს ფოტო კი სულაც არ არის შეურაცხმყოფელი, პირიქით... ხოლო რეალური ადამიანებისგან მათივე ორეულების გარჩევა, რომლებსაც ისინი ძალიან, ძალიან ჰგვანან არც ისე რთულია.