ფილოსოფია თანამოსაუბრის დარწმუნება (V, VI, VII) 2012, 29 სექტემბერი, 13:42 წესი მეხუთე
ნუ მივამწყვდევთ საკუთარ თავს კუთხეში, ნუ დავიმცირებთ საკუთარ სტატუსს.
საუბარში ხშირი ბოდიშის მოხდით საკუთარ თავს ვიმცირებთ.
წესი მეექვსე ნუ დავამცირებთ თანამოსაუბრის სტატუსს. თანამოსაუბრის მიმართ ნებისმიერი უპატივცემულობა მის სტატუსს ამცირებს და როგორც წესი, მისი მხრიდან უარყოფით რეაქციას იწვევს ("ვინ ხარ შენ, სხვას რომ ასამართლებ?" იაკობ 4.12) წესი მეშვიდე თანამოსაუბრის მიერ წამოყენებულ ჩვენთვის სასიამოვნო არგუმენტებს შემწყნარებლურად ვუდგებით, ხოლო არასასიამოვნოს ათვალწუნებით. საჭიროა თანამოსაუბრეს ჩვენს შესახებ ჩამოვუყალიბოთ სასიამოვნო წარმოდგენა, კერძოდ, პატივისცემით, ყურადღებიანი მოსმენით, კარგი მეტყველებით, დახვეწილი მანერებით, გარეგნული სახით და სხვა. 440 4-ს მოსწონს
|