x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138973
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. აღრ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. თუმცა, ეს მხოლოდ სახელის ცვლილება იყო და მანამდე, რომის რესპუბლიკა უკვე არსებობდა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია. ამ ხნის მანძილზე, რა თქმა უნდა ბევრი რამ მოხდა და "ბევრმა წყალმაც ჩაიარა", თუმცა დარჩა ფაქტები, ხოლო ზოგი მათგანი იმდენად უცნაურია, რომ ჩვენს გაკვირვებას და აღფრთოვანებასაც კი იწვევს. მაგალითად:


image



ინსულა ფელიქსი (Insula Felix) – მრავალბინიანი სახლი, რომელიც ქირავდებოდა, ძველ რომში ნამდვილ ცათამბჯენს წარმოადგენდა. ის, დაახლოებით, 30 მ. სიმაღლის, 15-20 სართულიანი შენობა იყო. ასევე ცნობილია, რომ ზედა სართულის ბინები ნაკლებად კომფორტული იყო და შედარებით იაფი ღირდა.image



Acta diurna populi Romani («რომაელი ხალხის ყოველდღიური ამბები») იყო ყოველდღიური «გაზეთი», რომელიც გაიუს იულიუს კეისრის (ძვ. წ. აღრ. 100–44 წწ.) ბრძანებით დაარსდა და თითქმის 300 წლის მანძილზე გამოდიოდა. ეს იყო თაბაშირის ფირფიტა, რომელზეც დღის ამბები იყო ამოტვიფრული: ინფორმაცია სენატის შესახებ, იმპერატორის გადაწყვეტილებები, კრიმინალური ქრონიკები, ჭორები და ა. შ.image



ძველი რომის ქალაქებში ცხოვრების დონე იმდენად მაღალი იყო, რომ იმ მაჩვენებლებამდე ევროპამ მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მიაღწია. მაგ., ახ. წ. აღრ 14 წ. მშპ, იმპერიის ტერიტორიაზე, საშუალოდ, 570 $ შეადგენდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, პური, აბანო და სანახაობა უფასო იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ მაშინ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო პირობები არ არსებობდა და აკრძალვის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობა ყველა სიბუნძურეს გარეთ ყრიდა, ქუჩებში ისეთი ანტისანიტარია იყო, რომ მისი სუნი «ზეცას» სწვდებოდა.image



ძველ რომში მონებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ. მათ შეეძლოთ ამ ფულის დაგროვება და თავისი ან სხვისი თავისუფლების ყიდვა. გარდა ამისა, მონებსაც შეეძლოთ, თავის მხრივ, მონები ჰყოლოდათ.image



გარკვეული პერიოდიდან, ხელისუფლების არჩევნებში, ყველა კლასის და ფენის წარმომადგენელი თანაბარი უფლებით მონაწილეობდა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გაეგო და მათი წარმომადგენლები უფრო ახლოს ჰყოლადა, რათა მასებში უკმაყოფილების შემთხვევაში, მოლაპარაკება მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო.image



მოსახლეობა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს, პროტესტს ქალაქიდან წასვლით გამოხატავდა და ისტორიული წყაროების ცნობით, ასეთი რამ არაერთხელ მოხდა. საკუთარი უფლებების დასაცავად, პროტესტის ასეთი ფორმა ძალზე ეფექტური იყო: პარალიზებულ ქალაქში, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.image



ეს შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრან ანტიკური ეპოქის დასრულებისას, 1 500 წლის წინ, შეიძლებოდა რომიდან ათენში ან ესპანეთიდან – ეგვიპტეში, გზატკეცილიდან გადაუსვლელად მოგზაურობა. ძველმა რომაელებმა 7 საუკუნის მანძილზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში საგზაო კომუნიკაციები გაიყვანეს და 3 ქვეყნის ნაწილი (ევროპა, აზია, აფრიკა) ერთმანეთთან დააკავშირეს.

image



ძველ რომში შხამით უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე დღეს გრიპით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ რომის იმპერატორის საფრთხისგან დასაცავად, აცრა გამოიგონეს. ამბობენ, რომ «მითრიდატიზმს», რომლის სახელი მითრიდატე IV ევპატორიელის სახელს უკავშირდებოდა, ადამიანის დაცვა ისეთი მომაკვდინებელი შხამებისგანაც კი შეეძლო, როგორიც დარიშხანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაიწყო ვაქცინაციებით ბრძოლა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც ყვავილი იყო.image



ყველაზე პირველი სავაჭრო ცენტრი, კაცობრიობის ისტორიაში, რომში შეიქმნა. ის 150-მდე კერძო მაღაზიას და ოფისს აერთიანებდა და იმპერატორი მარკუს ულპიუს ტრაიანეს საპატივცემულოდ, ის ტრაიანეს ცენტრის სახელით იყო ცნობილი.image



გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე იურისპრუდენციის საფუძველს რომაული სამართალი წარმოადგენს. თუმცა, ძველ რომში ისეთი კანონებიც იყო, რომელიც დღეს მხოლოდ ველურობად, კი არა, ნამდვილი ბარბაროსობად მიიჩნევა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* საბჭოთა რუსეთი და სამხედრო კონფლიქტები და ომები

* როგორ ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ვალერი მელაძე რუსეთში?

* NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...

* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* "მულენ რუჟის" კულისებში გადაღებული ფოტოები

* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი



0
510
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0