საზოგადოებრივი როგორ აღმოაჩინეს საბჭოთა მეცნიერებმა უცხოპლანეტელების კვალი და ჩაატარეს გამოძიება კგბ-სთან ერთად 2023, 19 იანვარი, 14:33
ინციდენტი 1961 წელს მოხდა, იური გაგარინის გაფრენიდან სულ რაღაც 15 დღის შემდეგ.
ეს მოხდა კარელიაში: 1961 წლის 28 აპრილს კორბოზეროს თავზე ცაზე გამოჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ის მრგვალი ფორმის იყო და საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდა. შემდეგ უეცრად შეიცვალა ტრაექტორია და მიწასზე დაეხეთქა, მაგრამ მოძრაობა არ შეუწყვეტია და მალევე მხედველობის არედან გაქრა. ეს შემთხვევა აღწერილია მ.ბ. გერშტეინი ს წიგნში "UFO Encyclopedia". შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მეტყევე ვ.მ. ბროდსკი. მან ეს ამბავი შეატყობინა სამხედროებს და კგბ-ს. მათ გარდა კორბოზეროში მეცნიერები და მყვინთავებიც ჩავიდნენ. ტბის ფსკერზე უჩვეულო არაფერი იყო. მაგრამ ნაპირზე გაჩნდა 27 მეტრი სიგრძის, 15 მეტრი სიგანისა და დაახლოებით 3 მეტრის სიღრმის კრატერი, რომელიც მიდიოდა გაყინულ წყლამდე, სადაც ყინულის უზარმაზარი ღრმული იყო გაჩენილი. როგორც "სსრკ-ს ისტორიის" ავტორი, ანდრეი სულდინი იხსენებს, კრატერის ფსკერი პატარა შავი ბურთულებით იყო მოფენილი. ისინი გაგზავნეს ანალიზზე და დაადგინეს, რომ ისინი არ იხსნებოდა არც გოგირდში და არც მის ნარევში, ჰიდროფტორმჟავაში. მაშინ ლენინგრადელმა ქიმიკოსებმა დაასკვნეს, რომ ბურთები არ იყო ბუნებრივი წარმოშობისა, ისინი მხოლოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში გაჩდნენ. ექსპერტების დასკვნები ცალსახა იყო: ამოუცნობი ობიექტი დიდი სიჩქარით დაეჯახა მიწას და დატოვა ხნულისმაგვარი კვალი. ობიექტის დაზიანების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. გამოირიცხა როგორც ჯაშუშური თვითმფრინავის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის ვერსიები. ნიადაგისა და წყლის ანალიზმა არ აჩვენა რაიმე დარღვევები. არც ფონური გამოსხივება დაფიქსირდა. ასე დარჩა ეს ინციდენტი ამოუხსნელი. მკაფიო და მეცნიერული მიზეზები ვერ მოიძებნა. მარტო ერთი უცნაური რამ მოხდა.კრატერის ადგილზე უცებ აყვავდა მცენარეები, რომელმაც მალევე გადაფარა კრატერი "უცხოპლანეტელებისაგან". იგი მთლიანად გამწვანებული იყო და ეს იმისდა მიუხედავად, რომ იქვე იყო საძირკველი ომამდელი დაუმთავრებელი მშენებლობიდან და იქ ფსკერი მშვენივრად ჩანდა. მოგვიანებით კორბოზეროში ჩავიდა უფოლოგი ი.მ. რაიტაროვსკი და ექსპედიცია ე.ს. გორშკოვის მეთაურობით. მაგრამ მათ იქ უჩვეულო ვერაფერი ნახეს. ზოგადად, ეს სიუჟეტი შესაძლოა სულაც არ ეხებოდა უცხოპლანეტელებს, არამედ ეს იყო გასაიდუმლებული ტექნიკის სპეცტესტირების მორიგი ჩვეულებრივი ფიასკო.სწორედ ამიტომაც შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ სამხედროები, კგბ და მყვინთავები. და ის ფაქტი, რომ მათი მუშაობის შედეგი იყო "ვერაფერი ვიპოვეთ", გარდა იდუმალი შავი ბურთებისა, გასაგებია - სპეცსამსახურები იშვიათად ამზეურებენ თავიანთ საქმეებს. შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია 634 2-ს მოსწონს
|