უმოწყალოდ სცემეს "ქართული ოცნების" აქტივისტები გორში 24 სექტემბერს.ამოცნობილია ორი პიროვნება, რომელიც თავს დაესხა ორ ახალგაზრდას, სოზარ სუბარის განცხადებით აქტივისტებს თავს
რეზო და ვანო კალომლეწავები დაესხნენ, რომლებიც ვანო მერაბიშვილთან დაახლოვებული პირები არიან და მათ ყოველდღიური კავშირი აქვთ მერაბიშვილთან.
"ესენი არიან რეზო და ვანო კალომლეწავები, ვანო ყოფილი პოლიციის უპროსია და ამჟამად კერძო დაცვის სამსახური აქვს, მას ყოველდღიური კავშირი აქვს მერაბიშვილთან, რეზო კი პოლკოვნიკია და დღესაც შსს-ში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის მთავარ დეპარტამენტში მუშაობს.მიუხედავად იმისა რომ ისინი ნიღბებში იყვნენ, თუმცა გვაქვს სხვა მტკიცებულებებიც, ასევე გვყავს მოწმეები, რომლებიც უახლოეს დღეების განმავლობაში ჩვენებას მისცემენ, "-აღნიშნას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა.