ვარსკვლავები ჩვენში დარჩეს და ცნობილებსის დიდ ნაწილს "მაგრად უქრით თავში", აბა რას მივაწერო ჰეილი ბიბერის ასეთი ჩაცმა 2023, 18 იანვარი, 15:08 ჰეილი ბიბერს ჩემგან წარდგენა არ ჭირდება, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავური ოჯახის ბოლდუინების შვილია. ჰეილი ოჯახის ტრადიციებს არ გაჰყოლია და არც ჰოლივუდის მსახიობობა აურჩევია მამასავით და ოჯახის სხვა წევრებივით, არც დედასავით დიზაინერობა აურჩევია პროფესიად. ჰეილის გარეგნობის მსახიობი უთუოდ დაიპყრობდა ჰოლივუდის მაღალ მწვერვალებს, მაგრამ ჰეილიმ მოდელობა არჩია და სწორი არჩევანიც გააკეთა. ჰეილი 2017 წელს, მაისის თვეში ჟურნალ "მაქსიმის" შეფასებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა. 2017 წლის ნოემბერში კი მიიღო ტიტული-"ჩაცმის სტილით მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გოგონა". ჰეილიმ ტიტული მიიღო "FN Achievement Awards 2017"-ის ცერემონიაზე. გოგონამ სამოდელო კარიერა დაიწყო 2014 წელს და მას შემდეგ პრაქტიკულად არ დარჩენილა ცნობილი ჟურნალი თუ სამოდელო სახლი, გნებავთ სარეკლამო სააგენტო, სადაც ის არ მიუწვევიათ, გოგონა ძალიან მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაში შედის. თუმცა სურათები, რომელიც პაპარაცებმა გადაუღეს და ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში სიმართლე გითხრათ მის თავისებურ ხასიათზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ცნობილი ოჯახის დახვეწილ მოდელ შვილზე. გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია, მაგრამ ასეთი ოჯახის შვილი, თან ასეთი ცნობილი მოდელი ჰოლივუდის ცენტრალურ ქუჩაზე ასე ჩაცმული დადიოდეს ალბათ უცნაურია ან მე ვარ "ბნელი" და ვერ ვხვდები ან ვერ ვეწევი თანამედროვე მოდას. ჰეილის სავარაუდოდ მითითება ჰქონდა მიცემული პირადი დაცვისათვის, არ მოეხდინათ რეაგირება პაპარაცების მიერ მისთვის სურათების გადაღებაზე. გთავაზობთ ჰეილის მოცულობით კოლაჟს. 740 4-ს მოსწონს |