სხვა როგორი უნდა იყოს სავიზიტო ბარათი 2012, 29 სექტემბერი, 12:41
სავიზიტო ბარათებს შეზღუდული ზომები არ აქვს. სტანდარტული ზომებია: მამაკაცისთვის - 90/50 მილიმეტრი, ხოლო ქალისთვის - 80/40 მილიმეტრი. თუმცა დიდ ბრიტანეთში ქალის სავიზიტო ბარათი უფრო პატარა ზომის უნდა იყოს - 70/35 მილიმეტრი. ყურადღება უნდა მიაქციოთ შრიფტს, პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ ისეთი შრიფტი, რომელიც ადვილად იკითხება. გამორიცხულია მხატვრული შრიფტი. თანამედროვე პრაქტიკაში გამოიყენება საქმიანი, პირადი, ოჯახური და კომბინირებული (რომელიც შეიცავს, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ინფორმაციას) სავიზიტო ბარათები. ყველაზე გავრცელებულია საქმიანი სავიზიტო ბარათი, რომელზეც უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი, ფირმის ან ორგანიზაციის დასახელება, სადაც მუშაობთ, თანამდებობა, სამსახურებრივი ტელეფონი, ფაქსი, ტელექსი, ელექტრონული ფოსტა და საფოსტო ინდექსი. 310 2-ს მოსწონს
|