სხვა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და უზარმაზარი ჯარიმები - რომელ ქვეყნებში იკრძალება ზღვის სანაპიროზე სქე@ობრივი კავშირი 2023, 16 იანვარი, 16:02 საზოგადოებრივ ადგილებში ინტიმური კავშირის დამყარებისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი - რუმინეთში მოქმედებს, და თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ამ ქვეყანაში ზღვის სანაპიროზე ასეთი საჭირბოროტო "საქმიანობის" დროს გამოგიჭერენ, იცოდეთ რომ თქვენ მაქსიმალური სასჯელი გელით - რაც შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.გგონიათ ხორვატიასა და ესპანეთში ტურისტებს ყველაფრის უფლება აქვთ? ცდებით - ორივე ქვეყნის სანაპიროებზე ინტიმური კავშირის დამყარება მკაცრად იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ხორვატიაში თქვენ 30 დღემდე პატიმრობა ან 150 ევროს გადახდა გემუქრებათ, მალიორკაზე კი ჯარიმები 1000 ევრომდე აღწევს. ნებისმიერი უხამსი ქმედება, რომელსაც თუნდაც კოცნა, ჩახუტება და სქესობრივი აქტი განეკუთვნება, დუბაიში სამ თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც "ცოდვილებს" ქვეყნიდან აძევებენ.სკანდინავიელები საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური თავგადასავლების მიმართ ბევრად უფრო შემწყნარებლები არიან და თავადაც ღია ცის ქვეშ ინტიმური კავშირის დამყარების მოყვარულები არიან. შვედეთში ამ ტიპის სამართალდარღვევისთვის 50 ევროს ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული, ნორვეგიაში კი წესრიგის დამრღვევებს მხოლოდ - თავაზიანი გაფრთხილება ემუქრებათ.თუ საბერძნეთის პლაჟებზე ტოპლესს გარუჯვა მაინც ასატანია, ესპანეთში წელს ზემოთ მზის აბაზანების მიღება სრულიად ნორმალურია, თუმცა როცა საქმე საჯარო ადგილებში პარტნიორთან ინტიმური კავშირის დამყარებას ეხება ზემოხსენებულ ქვეყნებშიც კი ყველაფერი მკაცრდება.იტალიაში სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება და ის როგორც წესი, დასასვენებელ ადგილზეა დამოკიდებული, ტურისტულ კუნძულებზე ტოპლესს გარუჯვა საკმაოდ მისაღები მოვლენაა, ხოლო მატერიკზე დამოკიდებულება ოდნავ უფრო კონსერვატიულია. ხორვატიის ბევრ პლაჟზე არა მხოლოდ წელს ზემოთ შიშველი გარუჯვა, არამედ ნუდიზმიც კი ნებადართულია, იგივე ეხება დანიასა და საფრანგეთს. თურქეთში ტოპლესს გარუჯვა არა მხოლოდ საჯარო პლაჟებზე, არამედ სასტუმროებშიც იკრძალება თუ დაწესებულების მენეჯმენტს სპეციალური ნებართვა არ აქვს გაცემული.492 შეფასება არ არის |