საქართველო
"როგორც ყველა ქაჯს ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა "- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2023, 15 იანვარი, 14:44
ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ტვ პირველის" ეთერში პოლიტიკოსს, ნინო ბურჯანაძის სტუმრობას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ნინო ბურჯანაძე ტვ ეთერში -ვციტირებ :"ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს იქნება ბურჯანაძე"...
ვაახარ წაიღეს ტვინი ამ ქვეყნის ღიად და "დახურულად" მოღალატეებმა და "მაყუთჩიკებმა". ერთმა რუსეთიდან პუტინის ფულით "იქველმოქმედა" და მერე სამშობლოს გაცვლა მოგვთხოვა "ამ ქველმოქმედებაში", მეორემ -ქალმა პოლიტიკანმა, არც იქველმოქმედა პირდაპირ ლარად "წეიღო" სახელმწიფო ქონება, მერე კრემლის ტვ ეთერში საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალა, ჩვენ ვბომბავდითო გორსო, ჰოდა ახლა " პოსტ პუტინურ სკაზკას" ანუ ზღაპრებს ვისმენთ ნირწამხდარი პოლიტიკანი ბურჯანაძისგან "ლარიანი" აგარაკიდან, ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ბურჯანაძეოვაახ, მართლა არ წაიღეს ტვინი და საქართველოს ქონება -ტყე და მთა არ დატოვეს, არც პური და ხორბალი ამ ქაჯებმა ვისაც რამდენიც შეეძლო.....
ნუ "ტვინიც"და ეშმაკობაც და ცბიერებაც თვლით არის, ამაში -ცბიერებაში ნაღდად ივანიშვილი პირველია, ბურჯანაძეს -როგორც ყველა ქაჯს ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა, აი მოღალატეობრივ გზას კი ერთნაირად გადიხართ კრებსითი "ყორღანაშვილები" .ასე, რომ "მოღალატეობრივ დოღში" ერთმანეთს უსწრებთ, აქედან ერთი უფრო ეშმაკი-ცბიერია-და ეს რა თქმა უნდა ივანიშვილია. ეს ქალი პოლიტიკანი კი -ღიად სამშობლოს ცრუ დამბეზღებელი…
აი ოდესმე, რომ ღირსებოდა და აერჩია ხალხს, საშუალება მიეცათ მისთვის კაცმა არ იცის რომელი აჯობებდა, შეიძლება ხალხს, რომ საშუალება მიეცა ალბათ ბურჯანაძე აჯობებდა ძარცვა-მომხვეჭელობით და "ქუჩაში 500 კაცი რომ მოკვდეს არაუშავსო" ამითიც, ( გამომდინარე ერთ ლარად წაღებული აგარაკიდან, ასე ვფიქრობ- უეჭველად ბურჯანაძე აჯობებდა)"ბელა ჩაო ჩაო ჩაო" ჩემო გაყიდულო ნაწილ-ნაწილ დაფლეთილო, მოღალატეების "დოღში" ერთ ლარად აგარაკში გაცვლილო, გათელილო საქართველოვ !"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.