x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ანგარსკელ მანიაკს, რომელმაც ჩიკატილოს "გადაუჯოკრა", უკრიანაში ბრძოლა სურს
image

ანგარსკელმა მანიაკმა მიხაილ პოპკოვმა, რომელმაც სულ მცირე 78 ადამიანი მოკლა, აღიარა, რომ მზად არის გაზაფხულზე წავიდეს უკრაინაში საბრძოლველად ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში (СВО), როგორც ამას დღემდე უწოდებს რუსული მედია. ამის შესახებ მან Вести Иркутск-თან ინტერვიუში განაცხადა.



„თუ ვიტყვი, რომ ასეთი სურვილი მაქვს, მთლად გულწრფელი ვერ ვიქნები. და უპირველეს ყოვლის, იმიტომ, რომ ეს არ არის კომპიუტერული თამაში და არც მხატვრული ლიტერატურა. და თუ მართლა რეალურად ვიმსჯელებთ, ობიექტურად, პატიოსნად, მაინც გადავაგორებდი იანვარ-თებერვალს, როცა ყველაზე მეტი ყინვებია. ჩემთვის ცივი ამინდები აუტანელია . მე, ალბათ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანხმდებოდი, ”- თქვა პოპკოვმა.


კრიმინალმა დაიწუწუნა რომ ზამთარში ადამიანს თბილი ოთახიდან, სიცივეში ცივ თხრილში უწევს წასვლა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას ჯერ არ შუთავაზებიათ ომის ზონაში წასვლა.



2015 წლის 14 იანვარს პოპკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 22 მკვლელობისა და ორი მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 2018 წლის 10 დეკემბერს კიდევ 56 მკვლელობისთვის და ერთი მკვლელობის მცდელობისთვის მეორეჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან კიდევ სამი მკვლელობა აღიარა, მაგრამ ამ ეპიზოდებზე მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დადასტურდა. 2020 წლის ზამთარში, კოლონიაში ყოფნისას, პოპკოვმა დაწერა აღიარება კიდევ ორი ​​მკვლელობაზე.


უფრო დაწვრილებით მიხაილ პოპკოვზე იხილეთ ამ ბმულზე-სერიული მანიაკი მკვლელი, რომელიც თავის ჩადენილ დანაშაულს თვითონ იძიებდა

და ამ ბმულზე-მიმიფურთხებია ანდრეი ჩიკატილოსთვის-ანგარელმა მანიაკმა კიდევ 60 მკვლელობა აღიარა

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0