კინო ცნობილი ფილმები, სადაც თამამი სცენები დადგმული არ იყო 2023, 14 იანვარი, 19:17 ალბათ, ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს როგორ ხდება კინოში ინტიმური სცენების გადაღება. როგორც წესი, პიკანტურ სცენებში მსახიობების ნაცვლად დუბლიორები თამაშობენ, შემდეგ კი მონტაჟის სასწაულებრივი ძალის წყალობით ყველაფერი ერთ მთლიანობად იკვრება, თუმცა ზოგიერთ ფილმში რეჟისორის დაჟინებული მოთხოვნით "ყველაფერი" რეალურად ხდება. დღეს, სწორედ იმ კინოფილმების შესახებ მოგიყვებით, სადაც ინტიმური სცენები დადგმული არ ყოფილა."ველური ორქიდეა"მთელი 33 წლის განმავლობაში "ველური ორქიდეა" საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟსა და დისკუსიას იწვევდა, მაშინ, 80-იანი წლების ბოლოს, ბევრს ასეთი გულწრფელობის მიღება გაუჭირდა, მიკი რურკი და კერი ოტისი ინტიმურ სცენებში თავად მონაწილებდნენ, მსახიობებს დუბლიორები არ ჰყოლიათ, მაყურებელს ეროტიკული დრამა გამოსვლისთანავე მოეწონა. მას სპეციალურ ვიდეო დარბაზებშიც კი უჩვენებდნენ, რაც იმ დროსთვის ერთგვარ სიახლეს წარმოადგენდა.მაყურებელთა შორის სურათის პოპულარობის მიუხედავად, კერის ნამუშევარი კრიტიკოსებს არ მოეწონათ. მსახიობმა ემილი რიდის როლისთვის ანტიპრემია "ოქროს ჟოლო" და წლის ცუდი მსახიობის ტიტულიც დაიმსახურა, თუმცა პარტნიორების ცხოვრებაში კარგიც მოხდა: რურკს და ოტისს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ცოლ-ქმარიც გახდნენ. წყვილის ქორწინებამ 6 წელს გასტანა, რაც შემოქმედებითი გარემოსთვის არც ისე ცოტაა."გაქცევა"კიდევ ერთი ნამუშევარი, სადაც პიკანტური სცენები დადგმული არ ყოფილა და კიმ ბესინჯერმა და ალეკ ბოლდუინმა ყველაფერი დუბლიორების გარეშე გააკეთეს იყო 1972 წელს გადაღებული ფილმი - "გაქცევა". მოგვიანებით მსახიობებმა აღიარეს რომ მათ შორის გადასაღებ მოედანზე ყველაფერი რეალურად ხდებოდა, თუმცა ეს არავის გაკვირვებია. პარტნიორები ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთმანეთის მიმართ საკუთარი გრძნობების გადმოცემას. მაყურებელთა კითხვაზე გრძნობდნენ თუ არა ისინი უხერხულობას გადასაღებ მოედანზე, ბოლდუინის პასუხი უარყოფითი იყო, მისი თქმით, სცენას მხოლოდ ერთი ოპერატორი იღებდა, ამიტომ მათ მისი არსებობა არც კი შეუმჩნევიათ."ანტიქრისტე"აპოკალიფტური დრამა "ანტიქრისტე" ლარს ფონ ტრიერმა 2009 წელს გადაიღო, დანიელი რაჟეისორი იმ დროისთვის უკვე ეპატაჟის ოსტატად იყო აღიარებული. მსახიობ შარლოტა გინსბურგს თამამ სცენებში თამაში თავადვე მოუწია, ვინაიდან რეჟისორმა ასე გადაწყვიტა, ზედმეტად წესიერი გინსბურგის მისთვის უჩვეულო ამპლუაში ხილვას ყველა დიდი ინტერესით ელოდა. მოგვიანებით ისიც კი ითქვა რომ შარლოტას ნაცვლად დუბლიორი გადაიღეს, რეჟისორს კი უბრალოდ საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა, რაც ფაქტია რომ მას შესანიშნავად გამოუვიდა. სკანდალურმა ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, შარლოტა გინსბურგი კი პოპულარული კიდევ უფრო მეტად გახდა. რეჟისორის თქმით - მის კარიერაში "ანტიქრისტე" საუკეთესოა."სიყვარულის მანქანა"ფილმის რეჟისორმა სურათში არა მხოლოდ მსახიობის როლი მოირგო, არამედ ქალის მთავარ როლზე საკუთარი შეყვარებულიც კი მიიწვია, რომელსაც რამდენიმე წელი ხვდებოდა, თუმცა შემდეგ მასთან დაშორება გადაწყვიტა. ფილმის მიმართ კრიტიკული შენიშვნები დიდი ხნის განმავლობაში არ წყდებოდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებლები საკუთარი თამაშით კმაყოფილები იყვნენ."ნიმფომანი"რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის ეროტიკულ დრამას გამოსვლისთნავე დიდი ხმაური მოჰყვა. პირველ რიგში, სცენარის გამო. ფილმის კონცეფცია ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების ჩვენებაში მდგომარეობს, რომელსაც კაცების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა რომ ფილმში ბევრი თამამი სცენაა, მთავარი როლის შემსრულებელს, შარლოტა გინსბურგს ყველა მათგანში თავად არ უთამაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ცნობილი ფრანგი მსახიობი ზოგიერთ პიკანტურ სცენაში მონაწილეობას თავად იღებდა.507 შეფასება არ არის |