ქალი და მამაკაცი ციხის ორ თანამშრომელს ერთი და იგივე პატიმარი შეუყვარდა, რის გამოც ორივე ციხეში მოხვდა 2023, 14 იანვარი, 17:54 ![]() ელის ჰიბსი, ციხის ყოფილი მედდა ბრიტანეთის ქალაქ ბრიჯენდიდან, უელსი, ციხეში მოხვდა პატიმართან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ. ჰიბსი ურთიერთობდა პატიმარ ჰარი პულენთან, რომელსაც 2019 წელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. მოგვიანებით, დამნაშავე სხვა ციხეში გადაიყვანეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ პულენს დაწესებულების თანამშრომლებთან ჰქონდა ურთიერთობა. როდესაც პულენი რიგით მესამე ციხეში გადაიყვანეს და უკვე გათავისუფლებისთვის ამზადებდნენ, სამედიცინო გამოკვლევის დროს სწორ ნაწლავში მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს, ამიტომ პატიმარს დამატებითი სასჯელი შეეფარდა. ![]() მანამდე 25 წლის რუთ შმაილომ გააბა ურთიერთობა პულენთან, რის გამოც დააკავეს. შმაილოს საჯარო სამსახურში გადაცდომა და არასათანადო საქციელი დაედო ბრალად. ციხის ოფიცერი ბრალს უარყოფს. ის გირაოს სანაცვლოდ დროებით გაათავისუფლეს, მალე ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ![]() ![]() 756 2-ს მოსწონს
|