პოლიტიკა ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოში 2012, 29 სექტემბერი, 9:36 ურუგვაის პრეზიდენტს ხოსე მუხიკოს ხალხმა შეარქვა ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი დედამიწის ზურგზე. 77 წლის პრეზიდენტი თავის ხელფას თითქმის სულ ქველმოქმედებაში წირავს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ღარიბ და ყველაზე ხელგაშლილ პრეზიდეტად ხდის. თვეში 12500 დოლარი აქვს ხელფასი და მაქედან მხოლოდ 1250 დოლარს იტოვებს. "მე მყოფნის ეს ფული, - ამბობს პრეზიდენტი - უნდა მყოფნიდეს იმიტომ რომ დანარჩენი ურუგვაელების შემოსავალი ბევრად ნაკლები არის". პრეზიდენტის ცოლი სენატორია და მისი ხელფასის ნაწილიც ქველმოქმედებაზე მიდის. პრეზიდენტი და მისი მეუღლე ცხოვრობენ მონტევიდეოს ერთერთ ფერმაში. ყველზე ძვირიანი რამ, რაც მათ უყიდიათ ეს არის "ფოლცვაგენ ჟუკი", რომლის ფასიც 1945 დოლარი იყო. პრეზიდენტს არააქვს არანაირი ანგარიში გახსნილი ბანკებში და არანაირი ვალიც არ გააჩნია. ყველაზე დიდ სიამოვნებას მას ანიჭებს თავის ძაღლთან ურთიერთობა, რომელსაც ქვია მანუელა. 569 9-ს მოსწონს
|