"ვინმემ აუხსენით ამ ქალს.... " - რას წერს ნიკო მიქაია
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ნიკო მიქაია ლალი მოროშკინას პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და წერს:
"გერასიმოვის დოქტრინაოო
ეს ის ქალია აპრილში რო გვიმტკიცებდა რუსეთი აწი დაიწყებს ნამდვილი იარაღის გამოყენებას, ჯერ ჯართს იშორებსო
ხო კიდევ ეს ის გერისამოვია, 4 თვის წინ ტ@აკში რო დაჭრეს
პ.ს. ჰო კიდევ ვინმემ აუხსენით ამ ქალს, რომ გერასიმოვი რუსეთის გენ. შტაბის უფროსია და ზუსტად ის არის მეთაური ამ ომში შეიარაღებული ძალების, მაგრამ ტ@აკში ვერავის გაერჭო თავის დოქტრინით"- ვკითხულობთ სამოქალაქო აქტივისტის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მიქაიას ზემოაღნიშნული სტატუსი მოროშკინას მიერ "გერასიმოვის დოქტრინასთან" დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:
"გერასიმოვის დოქტრინა"-
ამ სწავლებით შევიდა უახლოესი რუსეთის სამხედრო ისტორიაში გენერალი გერასიმოვი.
დღეიდან ის ხელმძღვანელობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საომარ მხარეს, მეტიც დღევანდელი საღამოდან მას აქვს უფლება,
შეთანხმების გარეშე გაისროლოს ნებისმიერი ტიპის იარაღი!!!!!!
აქ საკვანძო სიტყვაა “ნებისმიერი”¡!!!
ეს მაშინ როცა უკრაინამ პრაქტიკულად დაკარგა მარილის საბადოების სტრატეგიული სოფელი სოლიდარი
და უმაღლესი წერტილები მთაზე.
წყარო:
"სი-ენ-ენი" და "ფოკუსი"- დაწერა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში.