x
image
თუთიკო ბერძენა
კერპთაყვანისმცემლობად ტრანსფორმირებული მართლმადიდებლობა - "ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით"
კერპთაყვანისმცემლებს შესახსენებლად, რომლებიც, ნამდვილი ქრისტე რომ გამოეცხადოთ, მას ზურგს აქცევენ და ეგზარქოსებსა და პატრიარქებს ი, იოანეს "გამოცხადება"۔ასე მთავრდება:
"როცა იხილა უფლისგან ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, შეძრწუნებული დავარდა მოციქული ანგელოზის ფერხთით, რათა თაყვანი ეცა მისთვის. ხოლო მან აუკრძალა და უთხრა: იცოდე, ნუ იზამ მაგას, რადგან მეც შენი, შენი ძმების და ყველა ამ წიგნის სიტყვების დამცველის მსგავსი მონა ვარ. თაყვანი ღმერთს ეცი".
დიახ, ეს იოანეს გამოცხადებაა! თვითონ ანგელოზი უკრძალავს მოციქულს მის ფერხთით დავარდნას და მის თაყვანისცემას და უბრძანებს: თ ა ყ ვ ა ნ ი ღ მ ე რ თ ს ე ც ი ო, ღმერთსო!!!
image
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი:
„შენ შეგიძლია ენდო ლომს; ლეოპარდი შეიძლება მოათვინიერო და გველიც კი შეიძლება გაიქცეს შენგან, თუმცა კი გეშინია მისი; მაგრამ, ერთს უფრთხოდე - ცუდ ეპისკოპოსებს! ყველასთვის ხელმისაწვდომია მაღალი თანამდებობა, მაგრამ არა მადლი. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას. ვაქებ რა კუბოს შეფერილობას, მის შიგნით გახრწნილი ასოების სიმყრალისადმი ზიზღს განვიცდი. მაგრამ, ჩემმა კეთილწესიერმა და კეთილაღზრდილმა თანამოძღვრებმა, შურით გამსკდარებმა (თქვენ იცნობთ ფრასონიდებს:
გაუთლელობა კულტურას ვერ იტანს), საყვარლებმა, მონდომებით გამომაგზავნეს იქიდან, გადამაგდეს რა, როგორც აგდებენ რაიმე ზედმეტ ტვირთს დატვირთული გემიდან. სულელთა თვალში ხომ ტვირთი ვიყავი, რადგან გონივრული აზრები გამაჩნდა. შემდეგ, ისინი ხელებს აღაპყრობენ ისე, თითქოს სუფთანი იყვნენ, და ღმერთს „გულიდან“ შესთავაზებენ განმწმენდელ ძღვენს და ხალხს აკურთხებენ იდუმალი სიტყვებით.
ეს ის ხალხია, რომელმაც მზაკვრობით განმდევნეს იქედან (თუმცა, არც მთლად ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან ჩემთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა, ვყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც სარწმუნოებას ჰყიდის).
ერთნი მათგანნი, არიან რა ბაჟის შემგროვებელნი, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, გარდა უკანონო მინაწერებისა; სხვანი, გადახურდავების ჯიხურისანი, ფულის გადახურდავების შემდეგ, მესამენი -კავისანი, მზით დამწვარნი; მეოთხენი - თავის საყოველდღეო წერაქვისა და თოხისანი; სხვანი კი მოვიდნენ, დაუტიეს რა თავისი ფლოტი ან ჯარი, ჯერ კიდევ გემის ტრიუმით მსუნთქავნი ან ტანზე დაღის მქონენი. მათ თავი წარმოიდგინეს მესაჭეებად და ხალხის წინამძღოლებად და მცირედში დათმობაც კი არ სურთ.
ისინი ზემოთ ისწრაფიან, როგორც ფუნდურა ხოჭოები ცისკენ, მიაგორებენ რა ბურთს, რომელიც უკვე აღარც ნაკელისგან არის გაკეთებული და აღარც თავს ხრიან მიწისკენ, როგორც ადრე: ისინი ფიქრობენ, რომ ცაზე აქვთ ძალაუფლება, თუმცა კი ყოველგვარ ჩმახს ლაქლაქებენ და იმასაც კი ვერ ითვლიან, რამდენი ხელი და რამდენი ფეხი აქვთ.
მაგრამ, განა ეს ყოველივე საეპისკოპოსო ხარისხის უკადრისი დიდი ბოროტება არ არის, ო, უძვირფასესო?! ამიტომ, შენ საუკეთესო ხალხი უნდა აირჩიო: საშუალო უნარების მქონე ადამიანებიდან ვინმე, მოშურნედ რომც იბრძოდეს, ძლივს თუ შეძლებს უკეთესი ადამიანების დამარცხებას.
ისინი არიან ლომები უფრო სუსტებთან მიმართებაში, მაგრამ ძაღლები არიან მათდამი, ვისაც ძალაუფლება აქვს; ისინი არიან მტაცებელნი, რომელთაც კარგი ყნოსვა აქვთ ყოველ ნუგბარზე; ისინი ძალაუფლების მქონეთა კარის ზღურბლს ცვეთენ, მაგრამ არა ბრძენთა ზღურბლს; ისინი მხოლოდ თავიანთ სარგებელზე ფიქრობენ, მაგრამ არა საზოგადოებრივ სარგებელზე.
თავად არ ფლობენ მეტყველებას და კანონის მეშვეობით პირს უკერავენ მათ, ვინს უფრო მჭევრმეტყველია.
საიდუმლო რამ: მაშინ, როდესაც უკვე თითქმის მთელმა სამყარომ მიიღო ღმერთისგან ესოდენ დიდი ცხონება, რამდენი უღირსი წინამძღოლი გვყავს [ეკლესიაში]!
მე ვიღაღადებ სიმართლეზე, თუმცა ის უკიდურესად არასაიამოვნოა. მე მრცხვენია იმის თქმა, თუ როგორ არის საქმე, თუმცა მე მაინც ვიტყვი. თუმცა კი სიკეთის მასწავლებლებად ვართ დანიშნულნი, ყველა ბოროტების სახელსნო ვართ და ჩვენი დუმილი ღაღადებს (თუნდაც გამოჩნდეს, რომ არ ვლაპარაკობთ). ჩვენ კათედრაზე ადვილად ვსვავთ ყველას, თუ მათ ეს სურთ; ვნიშნავთ მათ ხალხის უფროსებად და ამავე დროს, არ ვიკვლევთ ყურადღებით არც მათ აწმყოს, არც წარსულს, არც საქმიანობას, არც მომზადებას, არც სანაცნობო წრეს, არამედ [ნაჩქარევად] ვნიშნავთ მათ, რომლებიც საყდრების ღირსებად მოგვეჩვენა.
მართლაც, თუკი ვიცით, რომ არჩეულ პიროვნებას ძალაუფლება უმეტეს შემთხვევაში აუარესებს, მაშ რომელი კეთილგონიერი ადამიანი შესთავაზებს მის კანდიდატურას, ვისაც არ იცნობს? თუმცა კი უბრალო ცხენებში ნაკლი არ არის, მდიდრების სახლებში მაინც სუფთა სისხლის ცხენებს ამრავლებენ. მაშ, წინამძღვარს რატომ პოულობენ ადვილად, თანაც ახალბედას, რომელსაც არ უღვაწია.
ო, მსწრაფლ ცვალებადო ზნევ! ო, ღვთის საქმევ, კამათელს მინდობილო! ან: ო, კომედიის ნიღაბო, რომელიც უეცრად ერთ-ერთ ყველაზე ბილწ და არარაობა ადამიანს ჩააცვეს: და აი, ჩვენს წინაშე დგას კეთილმსახურების ახალი დამცველი! ჭეშმარიტად, დიდია სულის მადლი, თუ წინასწარმეტყველთა შორის უძვირფასესი საულია!
გუშინ მიმებსა და თეატრებში იყავი (თეატრების გარდა რა იყოს, ეგ სხვა გაიკითხოს), ახლა კი შენივე თავისთვის ხარ უჩვეულო სანახაობა. ახლა დინჯი ხარ, შენი მზერა მხოლოდ თვინიერებით არის სავსე (გარდა იმისა, რომ იდუმალად ძველ ვნებას მისცემიხარ). გუშინ ორატორობდი და სასამართლო პროცესებს ჰყიდდი, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ატრიალებდი ყველაფერს, რაც სასამართლო პროცესებს ეხებოდა. ახალა კი უეცრად ჩემი მსაჯი გახდი, თითქოს მეორე დანიელი ხარ. გუშინ ქალისმაგვარ მოცეკვავეებში იმყოფებოდი, სიმღერებს მღეროდი და სიმთვრალით ტრაბახობდი. ახალი კი ქალწულთა და გათხოვილ ქალთა პატივის სადარაჯოზე ხარ. გუშინ სიმეონ მოგვი იყავი, დღეს სიმონ პეტრე ხარ! ოჰ, რა სისწრაფეა: მელას ნაცვლად - ლომი!
მითხარი, საყვარელო, შენ, რომელიც ბაჟის ამკრეფი იყავი ან ჯარში რომელიმე თანამდებობა დატოვე! შენ, რომელიც მანამდე ღარიბი იყავი, შემდეგ კი კრეზოსს გაუსწარი შემოსავლებით (ფლობს სახლს, რომელიც ცრემლებით არის სავსე), როგორ შეაღწიე საწმინდარში და დაეუფლე საყდარს? ნათლობამ შეგცვალა, რომელიც განწმენდაა? დაიცა! დაე, გამოაშკარავდეს ეს! ნათლობა ხომ ადამიანის ხასიათის განწმენდა არ არის, არამედ მხოლოდ იმისი, რაც მისი ხასიათიდან გამოდის. დავუშვათ, რომ ვიღაცა არის კარგი ადამიანი. ეს საკმარისია? შევიყვაროთ ცვილის ფირფიტა, რომლიდანაც ძველი ნაბეჭდი წაშალეს და ზედ ახალი დააწერეს? მადლს ეძიებდე! იმიტომ, რომ ახლა შენში ვხედავ მევალეს, თუმცა კი კათედრამ აგამაღლა.
ასევე, დავუშვათ, რომ ეპისკოპოსობა არის სრული განწმენდა. მაღალმა თანამდებობამ შეგცვალა: ანგელოზს ვხედავ. მორწმუნე, რომელიც იგივე კანონებს სცემს პატივს, რასაც მე, ამას მიიღებს, რადგან ეკლესიის სწავლების სჯერა. მაგრამ, ვინც ეკლესიის ზღუდის მიღმა დგას, მან არ იცის რწმენის სიკეთეზე როგორ იმსჯელოს, თუკი მღვდელმსახურებს კეთილი სახელი არ აქვთ: თუმცა კი ის თავის არც ნაკლს არ ხედავს, ამავე დროს, შენი ნაკლის მკაცრი მამხილებელი გახდა. მითხარი, როგორ შევაცვლევინოთ მას აზრი ჩვენზე, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების წესით შთავაგონეთ? როგორ ამოვუკეროთ პირი? რა არგუმენტებით?
რა დონემდეა ყველაფერი არეული!
რის საფუძველზე იაფდება ჩვენი სწავლება ასე ძაან?
ვინ ორატორობს ან კურნავს სენს, თუ ჯერ ორატორობა არ ისწავლა ან დაავადებათა ხასიათი არ გამოიკვლია? რა ფასი ექნებოდა ხელოვნებას, თუ მოსურვებისთანავე შეიძლებოდა მისი ათვისება! საკმარისია მხოლოდ ბრძანება და წინამძღვარი წამიერად სრულყოფილი ხდება!
ღვთის მსახურს ზემოდან ქვემოთ დაჰყურებ, მედიდურობ და საყდრის ძალაუფლებისკენ ისწრაფი ნაცვლად იმისა, რომ აღსაყდრებული ძრწოდე იმის შიშით, რომ მწყემსავ ხარებს, რომლებიც თავისივე მწყემსს ჯობნიან?
აი, ასეთები არიან ისინი. შეიძლება, უკეთესების გახდებოდნენ, მაგრამ საყდრები უშლით, რადგან ძალაუფლება უგუნურს კიდევ უფრო უარესს ხდის. და თუ ასეთი ადამიანი ჩვენში ეპისკოპოსი ხდება, თუ ის ყველაზე უარესი და სიბილწით აღსავსეა, მაშინ აღსრულდება დაწერილი: „ეკალი ხეებზე მეფობსო“. მიუხედავად ამისა, ის ბრწყინვალებით ზის შუაში, სარგებლობს სხვისი მაგიდის ნაყოფებით და უდროოდ გაჩენილებივით სძულს ყველა. მას მხოლოდ ქედმაღლობის მიზეზი გააჩნია - დიდი ქალაქი. განა ქალაქის ვირი სოფლის ვირზე უპირატესობას ეძებს? ის ისეთივე, თუმცა კი ცხოვრობს ქალაქში.
მაშ, გეპყრათ ხელში საყდრები და ძალაუფლება, თუკი ეს თქვენს ჯილდოდ მიგაჩნიათ: იმხიარულეთ, უწესოდ მოიქეცით, ჰყარეთ პატრიარქობაზე წილი - დაგითმოთ დიდმა სამყარომ; გამოიცვალეთ კათედრები; ერთნი ძირს ჩააგდეთ, მეორენი კი აამაღლეთ: თქვენ ეს გიყვართ. იარეთ თქვენი გზით! მე კი აზრებით ღმერთისკენ ვიქნები, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ და მხოლოდ მისკენ ვაპყრობ მზერას.
0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0