საქართველო "ჯანმრთელი მიშა მათ არ სჭირდებათ! არავის! არც დედას! მიშა უნდა კვდებოდეს! ნელა..."-გოგა ხაინდრავა. 2023, 11 იანვარი, 17:22 კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანმრთელი საქართველოს ექს-პრეზიდენტი არავის სჭირდება, მათ შორის არც საკუთარ დედას, რადგან პიარ-კამპანიაში უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ, ვიდრე მის მკურნალობაში: "ამ ღირსების შემლახველ, სიცრუით, ცილისწამებით და ბოროტებით გაჯერებულ პიარ კამპანიაში გადახდილი კოლოსალური თანხები, მიშას სამედიცინო მომსახურებისთვის რომ დაეხარჯათ, რაზეც თანხმობა ჰქონდათ... არა! ჯანმრთელი მიშა მათ არ სჭირდებათ! არავის! არც დედას! მიშა უნდა კვდებოდეს! ნელა..."-წერს ტვიტერზე გოგა ხაინდრავა. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დაიკითხა ამერიკელი გასტროენტოროლოგი, რომელმაც განაცხადა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი. "დღევანდელი მდგომარეობით, ეს 47%-იანი წონის კლება, რომელიც სახეზე გვაქვს და რომელიც გრძელდება, თუ არ გვექნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიკვდილამდე“, - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა. ამასთან, ადვოკატმა დააზუსტა, იყო თუ არა მისი ეს პოზიცია კატეგორიული. „დიახ, კატეგორიულიც არის და ძლიერიც“, - აღნიშნა ფინკელმა. ასევე გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის თქმით, სააკაშვილი კახექსიის ფაზაშია, რაც სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია. "აღმოჩენილია ეროზიული გასტრიტი, მანიპულაციის დროს ბიოფსია არ გაკეთებულა, ჩემი აზრით ეს იყო გადახვევა მზრუნველობის სტანდარტებიდან. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას - ეს კლინიკური დიაგნოზებია. დოკუმენტში, რომელიც ეხება მძიმე და განუკურნებელ დაავადებებს, რომელიც არის საფუძველი სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, მე-10 პუნქტში ჩამოთვლილია დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის თაობაზე, კახექსიის ფაზა, ჩემი აზრით სააკაშვილს გააჩნია ეს მდგომარეობა და ეს არის საფუძველი მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისთვის, " - აცხადებს ფინკელი. 358 2-ს მოსწონს
|