x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
მამა პეტრე კოლხი: „კიდევ კარგი, ჩვენ, ქრისტე და მაგდალინელი ერთ პერიოდში არ ვცხოვრობთ, თორემ..."

პეტრე კოლხი

„ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, სადაურიც არ უნდა იყოს, ადამიანის სიძულვილი, მოკვლის და განადგურების, წამების და ტანჯვის სურვილი ადამიანური არა, არაადამიანური, ცხოველური, მტაცებლური ინსტიქტია... განსაკუთრებით ეს სივერაგე ჩვენს ქვეყანაში ე.წ. მრევლს, ყველაზე დიდი დოზით ახასიათებს", - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ადამიანები იცავენ მარხვას, ეზიარებიან, თუმცა, ქრისტიანობის არსს არ იცნობენ.


„იცავენ მარხვას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან თითქმის ყოველ კვირას, მაგრამ მანკიერებას, სისუსტეებს მხოლოდ სხვაში ებრძვიან და სხვის ნაკლზე ახსენდებათ ქრისტეს კანონები... თუმცა, არც მის მოძღვრებას იცნობენ... გაანალიზებული რომ ჰქონდეთ, რა არის ქრისტიანობის არსი, მაშინ მთავარი ცნება ეცოდინებოდათ, - „გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი"... უკვე ამდენი მარაზმის მოთმენა უფრო დიდი მარაზმია...


ქრისტეს წინაშე რომ წარვსდგებით, მერწმუნეთ, არასდროს იკითხავს, ვის დავუყენეთ სათვალთვალო კამერა და რამდენი ინფორმაცია მოვაგროვეთ სხვაზე... თუმცა, აღარ მიკვირს, რადგან ზოგი აღსარების პროცესში, სხვის ცოდვებს ჰყვება, - ვინ ვისთან დაწვა, ვინ რამდენი ჭამა, ვინ რამდენი დალია... საკუთარ ნაკლოვანებებზე ვერაფერს იტყვის, ის ხომ თითქმის უცოდველია, ლოცულობს, მარხულობს, კელაპტრებს ანთებს... პავლე მოციქულის სიტყვებზე წარმოდგენა არ აქვს, რომ „რჯულის აღსრულება - სიყვარულია"...



კიდევ კარგი, ჩვენ, ქრისტე და მაგდალინელი ერთ პერიოდში არ ვცხოვრობთ, თორემ ვინ მიუშვებდა ქრისტესთან, მაგდალინელთან ერთად, ღმერთსაც ჩაქოლავდნენ, რას ჰქვია, მეძავს როგორ იკარებ ახლოსო...


ჰმ, სად ჩვენ და სად ქრისტიანობა...


2023 წელსაც, ძველ აღთქმაში გაგვეღვიძა, რადგან ათვლა, მგონი, ძვ.წელთაღრიცხვით დავიწყეთ.


ჰოდა, ქრისტეშობამდე 2023 წელს, ადამიანები ჯერ კიდევ ერმანეთს ჭამდნენ!", - წერს მამა პეტრე კოლხი.



0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0