x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ წვავდნენ ნაცისტები ირმის შველის შესახებ წიგნებს

image


როდესაც გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, სწორედ "ბემბი" აღმოჩნდა იმ აკრძალულ წიგნებს შორის, რომლებსაც ქალაქების ცენტრში კოცონზე საჯაროდ წვავდნენ. კონკრეტულად რა არ მოსწონდათ ნაცისტებს უდედოთ დარჩენილ პატარა ირმის შველის ისტორიაში? ის რომ მისი ავტორი ებრაელი იყო. ნაცისტები ბედკრული შველის ამბავში ებრაელ ხალხთან ანალოგიას ხედავდნენ.


image


გულის ამაჩუყებელი ნაწარმოების ავტორი ავსტრიელი მწერალი ფელიქს ზალტენი გახლდათ. "ბემბის" დაწერამდე, რომელიც 1942 წელს დისნეის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ ფილმს დაედო საფუძვლად, ფელიქსი (ზალტენის ნამდვილი სახელი და გვარი ზიგმუნდ ზალცმანი იყო) უფროსებისთვის ძალიან თამამ რომანებს წერდა.


image


მისი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც 1906 წელს ვენაში ანონიმურად გამოქვეყნდა "ჟოზეფინა მუცენბახერი" იყო, თუმცა ახლა ბიოგრაფებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ეჭვი აღარ ეპარებათ ვის ეკუთვნოდა ზემოაღნიშნული ეროტიკული რომანი, რომელიც მოგვიანებით აკრძალეს კიდეც. 1970 -დან 1994 -მდე გერმანიაში ზემოაღნიშნული ნაწარმოების მიხედვით პორნოგრაფიული ხასიათის არაერთი ფილმი გადაიღეს.


image


ზალტენმა "ბემბი" 10 წლით გვიან დაწერა. ამასთან, ის თავადაც გამოცდილი მონადირე იყო ამიტომ მშვენივრად ხვდებოდა, როგორი იყო შველისთვის დედის გარეშე დარჩენა. მწარე გამოცდილების მიღების შემდგ ზალტენი ცხოველების ისტორიებზე გადაერთო რადგან დარწმუნებული იყო რომ მსგავსს წიგნებს აკრძალვა არ შეეხებოდათ. "ბემბიმ" ზრდასრულ აუდიტორიაშიც კი არნახული წარმატება მოიპოვა. მოგვიანებით, ზალტენმა რედაქტორების წინააღმდეგ, არაერთხელ გაილაშქრა, რომლებიც ტექსტიდან იმ სცენების ამოღებას ითხოვდნენ, რომლებიც მათ მეტისმეტად სასტიკად და თამამად ეჩვენებოდათ. მწერალს საბავშვო ავტორობა არ სურდა.




0
157
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
157