x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეკუთვნოდა და მიიღო?! ღმერთმა დასაჯა?! რა იცით? ვინ გითხრათ?!“ - ვისზე საუბრობს მაია დარსმელიძე

image


მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამინებს მიმართავს ვინც ბელგიაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მისამართით კრიტიკულ კომენტარებს არ იშურებს და კვლავაც მისი ცხოვრების წესს განიკითხვას. მომღერალი ყველა ასეთ განკითხვის მოყვარულ არსებას "პატარა, ლუზერ კაცუნიშკებს" უწოდებს:


"ვაჟკაცობას სქესი არ აქვს. ვაჟკაცობა სწორედ ისაა ჩემთვის – იყო ის, რაც ხარ და არა ის, რადაც გაქცია ვიღაცის თვალში ვაჟკაცად გამოჩენის ისტერიულმა წყურვილმა. ამ არაადამიანურ კომენტარებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი და მოუწესრიგებელი, გაფარჩაკებული პირადი ცხოვრება გაწერინებთ.


უვიცობა გაწერინებთ და გარკვევაში გიშლით თქვენივე ყოვლისმცოდნე უსაფუძვლო ამბიცია. ეკუთვნოდა და მიიღო?! ღმერთმა დასაჯა?! რა იცით? ვინ გითხრათ?! მსგავსს არაფერს დაწერდით, საკუთარი თავის რწმენა, ან რწმენა ზოგადად და ღმერთთან ოოოოდნავ მიახლოვებული რამე მაინც რომ გქონოდათ.


თქვენ თქვენსავე გამოგონილ უწიგნურ და ბნელ ჩარჩოებში არსებობთ და მან ცოტა, მაგრამ ისე იცხოვრა, როგორც უხაროდა.


იყო ისეთი, როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც თქვენ ბნელ და უვიც ტვინებს გაუხარდებოდა. წერეთ ეხლა და იკითხეთ. ის ვერც თქვენს მდაბიო ნააზრევს წაიკითხავს და ვერც თქვენს ძალადობის წყურვილით ამღვრეულ თვალებს დაინახავს… ხომ გჯერათ ღმერთის?! ხოდა იქაა, მასთანაა და აი ამ წამს გიყურებენ და ერთად იცინიან. თქვენზე. პატარა, ლუზერო კაცუნიშკებო" - წერს მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალური დადასტურება მხოლოდ 6 იანვარს მოხერხდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე კვლავ უცნობია, თუმცა ჩატარებული კვლევის შედეგად, ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.


ლიზა ქისტაურის ცხედარი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ჟან დე ვოსლეის ქუჩაზე, ე.წ. არაბების დასახლებაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. ბინაში ლიზა ქისტაური მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.


როგორც ცნობილია, გვამის იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, შეუძლებელი აღმოჩნდა. საგამოძიებო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ლიზას დედა საქართველოდან ბელგიაში ჩავიდა.








0
483
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
483