კახეთი „გავთხარეთ და ახალშობილი ტყუპების საფლავი ცარიელი აღმოჩნდა“ - საზარელი ამბავი ყვარელში 2023, 9 იანვარი, 19:45
არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეძებ" კახეთიდან მძიმე ისტორიას აქვეყნებს. ოჯახი ამბობს, რომ ახალშობილი ტყუპების საფლავი გახსნეს და ყუთი ცარიელი აღმოჩნდა.
"მძიმე ისტორია!!! ყ ვ ა რ ე ლ ი... და ეძებს ტყუპ ძმებს... ვეძებ ტყუპ ძმებს, რომლებიც დაიბადნენ 1977 ან 1978 წლის შემოდგომაზე ყვარელში. ბავშვებს უტირიათ საკმაოდ ბევრი, დედასთვის უთქვამთ, რომ იყვნენ დღენაკლულები და დაჭირდებოდათ ინკუპატორი, (ესეც გასარკვევია ნამდვილად ჭირდებოდათ). გამოუკითხავთ დედისთვის სახლში ვინ ჰყავდათ, რამდენი შვილი, გენეტიკაც ხომ კარგი ჰქონდათ და ა.შ დედას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ეჭვიც არ შეუტანია მაშინ არაფერში... დედა ვინც ამშობიარა, მიიღო ასევე ის დაინტერესებულა გენეტიკით შემდეგ კი მანვე აცნობა დედას, რომ (მესამე დღეს) ორივე ბავში ერთ დღეს გარდაიცვალა... მოუთხოვია, მიეტანათ ბავშვების გადასასვენებლად ჩემოდანი და ზეწრები ბავშვების გასახვევად... ცხედრები არ ანახეს... მამას გამოატანეს ჩემოდანი, სადაც უნდა ყოფილიყვნენ ორი ჩვილი ჩასვენებული დაკეტილ მდგომარეობაში... განადგურებულმა და გაწარებულმა მამამ დამარხა ეზოში ხის ძირას... მას მერე გავიდა 44 წელი, შემთხვევით რაიონში ვნახეთ ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვენ ძმას, დაგვაიჭვა ამ ფაქტმა, გავთხარეთ საფლავი და აღმოჩნდა საფლავი ცარიელი... რა ბავშვები, ზეწრების კვალიც კი არაა... ძალიან გთხოვთ, რომ დამეხმაროთ ჩემი ძმების პოვნაში.. ხანდაზმულობის გამო საქმის აღძვრაზე უარი გვითხრეს.. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია, მოგვწერეთ"... 1033 1-ს მოსწონს
|