x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135644
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
რატომ შეიქმნა ძველ საბერძნეთში გე@ბის სამხედრო ნაწილი?

image


ძველ საბერძნეთში ასეთი სამხედრო ნაწილების არსებობის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა იმდროინდელი მორალური ეთიკა დღევანდელისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ახლა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მთავრობა ერთსქესიან წყვილებს ქორწინებისა და შვილების ყოლის უფლებასაც კი აძლევს, მაგრამ ბერძნებთან ამასთან დაკავშირებით საუბარიც არ იყო. რა გახლდათ ასეთი ურთიერთობის მიზანი? როგორ ჩამოყალიბდა ის? და რატომ უჭერდა მხარს ძველი საბერძნეთის ზოგიერთი რეგიონის სახელმწიფო გულმოდგინედ ასეთ შეხედულებებს? დღეს, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ.



ერთსქესიანთა ურთიერთობა ძველ საბერძნეთში


image


ძველ დროში მცხოვრები ბერძნების ჰომოსექსუალური ურთიერთობების ბუნების შესახებ ისეთი ცნობილი მწერლებისა და ფილოსოფოსების ნაშრომებიდან ვგებულობთ, როგორებიც არიან პლატონი, ჰეროდოტე, ქსენოფონტე და ათენევსი. მათი კვლევის თანახმად, ასეთი კავშირები დასაშვები მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცსა და ახალგაზრდას შორის იყო, რომელმაც სქესობრივ მომწიფებას მიაღწია. ამავდროულად, უფროსს პარტნიორს უმცროსზე უნდა ეზრუნა, წვლილი შეეტანა მის განვითარებაში და ისეთი თვისებების გამომუშავებაში, როგორიცაა ზომიერება, თავდადება და ერთგულება.


image


ძველ ბერძნულ საზოგადოებაში ტრადიციული ან არატრადიციული ორიენტაციის გაგება არ არსებობდა. დიდი მნიშვნელობა სწორედ მონაწილის როლს ენიჭებოდა, და თუ ასეთი ურთიერთობა ორ ზრდასრულ მამაკაცს შორის წარმოიქმნებოდა, ორივე ან ერთ- ერთი მათგანი თავის სოციალურ სტატუსს კარგავდა, თუმცა ჰომოსექსუალიზმი მხოლოდ საზოგადოების უმაღლესი წრეებისთვის იყო მისაღები, რაც არისტოკრატული წარმოშობის ახალგაზრდების განათლების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლებოდა, მაგრამ რა მიზნით ფორმირდებოდა ჰომოსექსუალებისგან სამხედრო რაზმები? და მოჰქონდა თუ არა მას სახელმწიფოსთვის რაიმე სარგებელი?



"წმინდა რაზმის" ფორმირება


image


მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობის შესახებ შეხედულებები საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში განსხვავდებოდა, მთელ მის ტერიტორიაზე ასეთი კავშირები მაინც არსებობდა, თუმცა ჰომოსექსუალური ურთიერთობები ბეოტიასა და თებეში საკმაოდ მისაღები იყო, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ლეგენდარული "წმინდა რაზმის" სამშობლოც, რომელიც მამრობითი სქესის 150 წყვილისგან შედგებოდა. რაზმი თავისი შექმნით თებელი არისტოკრატის, გორგიდისგან იყო დავალებული.


image


სწორედ ის ხელმძღვანელობდა "წმინდა რაზმისთვის" ახალი მეომრების აყვანას. ჯარისკაცებს არისტოკრატული წარმოშობა ჰქოდათ და ისინი სხვადასხვა გიმნაზიიდან იყვნენ გამოსულები. გიმნაზიებში ასევე ხშირი იყო ერთსქესიანი ურთიერთობები, რაც ახალწვეულთა შერჩევას ამარტივებდა. თებეს რაზმი შედგებოდა წყვილებისგან, სადაც ერთი მეომარი - მენტორი, მეორე კი - მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი იყო. პირველი პასუხისმგებელი იყო პარტნიორის სამხედრო მომზადებაზე, მისთვის დისციპლინის სწავლასა და აღზრდაზე.


image


დროთა განმავლობაში როდესაც მოზარდი სექსუალურ მეომრად იქცეოდა, ის სხვისი მენტორი ხდებოდა. ეს ტრადიცია, იმდროინდელი საზოგადოების თვალსაზრისით, ამორალური არ იყო, და მხოლოდ "შემკავებლის" როლს ასრულებდა. როდესაც ახალწვეული სპეციალურ რაზმს უერთდებოდა, ის საკუთარი პარტნიორისა და რაზმის წინაშე ჰერკულესის ტაძარში ერთგულების ფიცს დებდა. სწორედ ამიტომაც ატარებდა რაზმი წმინდა სტატუსს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქე აღნიშნავდა რომ მეომრებს შორის ასეთი კავშირი "წმინდა რაზმის" ერთ-ერთი უპირატესობა იყო, რადგან შეყვარებულები ცდილობდნენ ერთმანეთის თვალში არ დაცემულიყვნენ და უდიდესი საფრთხის შემთხვევაშიც კი ადგილზე დარჩენილიყვნენ.


image


ასეთი ბატალიონის შექმნის იდეა იმაში მდგომარეოდა, რომ ჯარისკაცებს არა სიცოცხლისთვის, არამედ სიკვდილისთვის უნდა ებრძოლათ რათა ერთმანეთისთვის სირცხვილი თავიდან აერიდებინათ, თუ წყვილიდან ერთი დაიღუპებოდა, მეორე შურის საძიებლად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა. თებეში კანონმდებლობა ადამიანების მიერ იწერებოდა, რომლებმაც თავიანთი ბუნების შესახებ უმნიშვნელო დეტალებიც კი იცოდნენ, ამიტომ ისინი მსგავსი სახის ურთიერთობის წახალისებას ცდილობდნენ, რათა მათი რაზმი უმაღლესს დონეზე ყოფილიყო. გარდა ამისა, ცოლ-შვილის არ ყოლის შემთხვევაში, მეომრებს შეეძლოთ მთელი თავიანთი დრო სწავლისთვის და ვარჯიშისთვის დაეთმოთ.


მითოლოგია და ძალაუფლება თებეში


გამარჯვებისკენ მათი ასეთი სწარფვა კი იმით იყო განპირობებული რომ თებე დიდი ხნის განმავლობაში სპარტას მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, სპარტელები ერთ-ერთი საუკეთესო მეომრები იყვნენ. ასეთი მტრის დასამარცხებლად კი მებრძოლთა სპეციალური დანაყოფი იყო საჭირო.




თებეელთა სიკვდილის ადგილზე გათხრების დროს ნაპოვნი წმინდა ლომი


image


მენტორებს მათი განწყობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად მითიური ღმერთებისა და პერსონაჟების მაგალითები ხშირად მოჰყავდათ, რომლებსაც ასევე ერთსქესიანი კავშირი ჰქონდათ. ასე მაგალითად, მათ იოლაუსსა და ჰერკულესს შორის არსებული ჰომოსექსუალური ურთიერთობის შესახებ სისტემატურად ახსენებდნენ. ისეც ხდებოდა რომ ბევრი პარტნიორი ფიცს იოლაუსის საფლავის წინაშე დებდა. მეტიც, თებეში გავრცელებული იყო მითი თებეს მეფის ლაის შესახებ, რომელმაც დასაწყვილებლად თავისი ახალგაზრდა გერი ქრისიპე გაიტაცა. გასაკვირი არ არის, რომ ძველ საბერძნეთში, განსაკუთრებით კი თებეში, ჰომოსექსუალობას ასე ლოიალურად ეპყრობოდნენ.






0
362
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
362