x
image
მარიამმ პაიჭაძე
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს - რა სიმბოლოს მატარებელია აფრიკელი ქალების ტუჩის „სამკაული"
აფრიკელი ქალი

მსოფლიო ხალხებს განსხვავებული კულტურა და ისტორია აქვთ, რაც მათ არსებობას უნიკალურობას სძენს. სხვადასხვა ერებისთვის, საუკუნეების მანძილზე, დროსთან ერთად იცვლება ტენდენციები, შეხედულებები, ვითარდება ტექნოლოგია და იხვეწება ცხოვრების ხარისხი. თუმცა, დღევანდელ, 21-ე საუკუნეშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული წეს-ჩვეულება აქვთ, რომელიც დრომ ვერ შეცვალა.


ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა აფრიკა და, კონკრეტულად, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუდანისა და კენიის საზღვართან მდებარე ნახევრად მომთაბარე ტომი სურმა, რომელთა ერთ-ერთ გამორჩეულ წეს-ჩვეულებაზე ვისაუბრებთ.
სურმას ტომის ორი ეთნიკური ჯგუფი, მურსი და სური ერთ კულტურულ შეხედულებებს იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ მათი სილამაზის განმსაზღვრელი ე.წ. ტუჩის თეფში და მიზი ზომაა.


აფრიკელი


ტუჩის თეფშის, იგივე ტუჩის დისკის ისტორია, როგორც არქეოლოგიური სამხილები ადასტურებს, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე V–VI საუკუნეებიდან იწყება. სურმას ტომში, ქორწინებამდე 6-12 თვით ადრე, როდესაც გოგონა მომწიფდება, დედა ან ნათესავი ქალი უხვრეტს ქვედა ტუჩს და ჭრილობაში ხის ნაჭერს ათავსებენ, რომელსაც ჭრილობის მოშუშების შემდეგ თიხის დისკით ანაცვლებენ. თავდაპირველად ტუჩის თეფშის დიამეტრი 4 სანტიმეტრია, საბოლოო დიამეტრი კი 8-დან 20 სანტიმეტრამდე მერყეობს. იმისათვის, რომ ტუჩში თიხის ფირფიტის მოთავსება მოხერხდეს, გოგონებს ქვედა ორი ან ოთხი კბილის ამოღებაც უწევთ.

აფრიკა

ფწფწფწ

არსებობს რამდენიმე თეორია, რომლის მიხედვითაც ეს უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა. პირველი მოსაზრების მიხედვით, ტუჩის თეფში იმისთვის იყო საჭირო, რომ ქალები ნაკლებად მიმზიდველები ყოფილიყვნენ მონებით მოვაჭრეებისთვის. ასევე, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თეფშის ზომა განსაზღვრავდა სოციალურ სტატუსსა და ფინანსურ კეთილდღეობას ტომში, რაც უფრო დიდი იყო ტუჩის „სამკაული", მით უფრო შეძლებული და გავლენიანი იყო ქალი. მორიგი მოსაზრების მიხედვით, რაც უფრო დიდი იყო თეფშის ზომა, მით უფრო დიდ ძღვენს მიიღებდა პატარძალი ქორწილის დღეს.


მურსი

სამედიცინო კუთხით, ტუჩის თეფშისთვის მოსამზადებელი და შემდგომი პერიოდი ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე, ირღვევა პირის აპარატის ფუნქციები, რაც ართულებს ჭამის პროცესს, იზრდება ნერწყვდენა და შესაძლოა გამოიწვიოს კბილების კოროზია. ამ მიზეზების გამო, ეთიოპიის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაივიწყოს ეს ტრადიცია.


აფრიკელი ქალების რამდენიმე ვინტაჟური ფოტო ადრეული მე-20 საუკუნეებიდან


აფრიკ.ა.

დწდწ

ფეფე



1
79
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
79
  
2023, 9 იანვარი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1