სხვა ერთი შეხედვით ამ ჩვეულებრივი ფოტოების ისტორიები უბრალოდ დაგამუნჯებთ 2023, 7 იანვარი, 15:41 ერთი შეხედვით, ყველაზე, ჩვეულებრივი ფოტოც კი შესაძლოა საშინელი ისტორიის მატარებელი იყოს, ზოგიერთი ასეთი კადრი დამთვალიერებელს ნახვისთანავე ჟრუანტელს ჰგვრის. ფოტოებზე ადამიანები შეიძლება იღიმოდნენ, მხირულობდნენ, ბედნიერადაც კი გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.დევიდ ა. ჯონსტონიფოტოზე ვულკანოლოგი უდარდელად პოზირებს, ზუსტად 13 საათის შემდეგ კი ის მოულოდნელად გარდაიცვლება. 1980 წლის 18 მაისს ვულკანის ამოფრქვევას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კრისტოფერ უაილდერიუცნაური, და ამავდროულად შემზარავი კადრია. ფოტოზე სერიული მკვლელი კრისტოფერ უაილდერია აღბეჭდილი, რომელიც 1984 წლის 1 აპრილს ლას-ვეგასში "Seventeen Magazine"-ის ჩვენებაზე მივიდა, რის შემდეგაც 17 წლის მიშელ კორფმანი გაიტაცა და მოკლა. წინა პლანზე სწორედ მსხვერპლის ფეხები ჩანს. როგორც ცნობილია, მისი ხელიდან სულ მცირე რვა გოგონა გარდაიცვალა, აქედან ექვსი მან თავისი საქმიანობის პირველ თვეში მოკლა.
ჰაროლდ აგნიუეს მომღიმარი კაცი - ფიზიკოსი ჰაროლდ აგნიუა და მას ხელთ ატომური ბომბი სახელწოდებით "სქელუნა" უპყრია, რომელიც 1945 წელს ნაგასაკში ჩამოაგდეს.მხიარული კანიბალებიამ მომღიმარი ადამიანების მიღმა თვითმფრინავის ნამსხვრევების ხილვაც არის შესაძლებელი. ეს არის ანდებში ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილთა ჯგუფი, სადაც ურუგვაის საჰაერო ძალების რეისი 571 ჩამოვარდა. გასაკვირია, რომ ისინი კატასტროფაში გადარჩნენ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით ფოტოზე სხვა რამესაც შეამჩნევთ – კერძოდ კი, ადამიანის ხერხემალს. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 18 მილის მოშორებით ჩამოვარდა, თუმცა ადამიანები დახმარების საძებნელად საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ.ჯონ ედვარდ რობინსონიყვითელ სვიტერში საყვარლად მომღიმარი ეს მამაკაცი სერიული მკვლელია. პატარა ტიფანი სტაზი, რომელიც მას ხელში უჭირავს, დედას მოპარა, ქალი კი მოკლა, შემდეგ კი გოგონა ძმას გადასცა და დაარწმუნა, რომ ის იშვილა. სიმართლე მხოლოდ 15 წლის შემდეგ გაირკვა, რამაც შოკში არა მხოლოდ ტიფანი, არამედ ჯონიც და ამერიკაც ჩააგდო. მოგვიანებით რობინსონის კიდევ 8 მსხვერპლი იქნა ნაპოვნი, რის გამოც ის 2000 წლიდან სიკვდილმისჯილთა საკანში ზის.561 შეფასება არ არის |