კინო ამონარიდები ფილმიდან: „ხარება და გოგია“ 2023, 6 იანვარი, 23:13 „ტყის საძმოს“ წევრი სანდრო ყაველაშვილი, მეტსახელად „ძია“: „ბიჭებო, ამ სასმისით ჩვენი ქვეყნის მომავალს გაუმარჯოს, ჩვენი კოხტა და ლამაზი ქვეყნის ხვალინდელ დღესა. იგრე ყოფილიყოს, როგორც ჩვენ გვინდა: ახალი დროება დამდგარიყოს; ბოროტება, ძალადობა გამქრალიყოს; პატიოსნებას, კაცობას გაემარჯვოს; ჩვენც ჩვენი წილი დაგვედოს კაცური საქმითა. გაუმარჯოს!“
„ტყის საძმოს“ მეთაური ხარება ჯიბუტი: „ეს ჩვენი ზალიკას ხსოვნისა იყოს და ყველა იმათი შესანდობარი ყოფილიყოს, ვინც კაცურად დაიბადა, კაცურად იცხოვრა და კაცურად წავიდა ამქვეყნიდან. სული გაუნათლოთ ღმერთმა. ჩვენც პირნათლად ჩავსულიყავით მათთან, უღალატოდ, უშიშრად, თამამად“.
![]() 248 შეფასება არ არის
|