ფოტოგრაფია 20 საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფოტო 2023, 11 ივლისი, 9:40 კაცობრიობის ისტორია — მარადიული საგანძურია, რომელიც დიდი რაოდენობით საინტერესო ფაქტს და მოვლენას ინახავს. აქ სწორედ ამ ფაქტების მცირე ნაწილის ფოტოებია წარმოდგენილი, რომელიც იმ ეპოქაში გადაადგილების საშუალებას გვაძლევს, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმენი გავხდეთ, ან ცნობილი ადამიანების ცხოვრების უნიკალური მომენტები ვნახოთ. ჰიტლერის ფოტოსესია. ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის ჰენრიხ გოფმანის ფოტოები. გერმანია, 1925 წ. გერმანული დირიჟაბლის ჩამოვარდნის მომენტი. ბურბონ-ლე-ბენი, საფრანგეთი, 1917 წ. ალფრედ ჰიჩკოკი შთაგონების ძიებაში. მდ. ტემზა, 1958 წ. ორადგილიანი ორთქლის ავტომობილი Wogglebug, რომელმაც აშშ-ში სიჩქარის რეკორდი — 148, 7 კმ/სთ დაამყარა. 1905 წ. სტალინი უინსტონ ჩერჩილის დაბადების დღეზე. 1943 წ. 30 ნოემბერი. ამერიკელი კონგრესმენებისთვის შექმნილი თავშესაფრის (ბუნკერის) კარი. აშშ, 1957 წ. ემპაირ სტეიტ ბილდინგი ნიუ-იორკის სხვა შენობების ფონზე. 1941 წ. ხალხი ტაიმზ-სკვერზე გერმანიის კაპიტულაციას ზეიმობს. ნიუ-იორკი, 1945 წ. 7 მაისი თოჯინების თეატრის წარმოდგენაზე. მომენტი, როდესაც წმინდა გიორგიმ გველეშაპი დაამარცხა. პარიზის პარკი, 1963 წ. სეგრეგაციის წინააღმდეგ მოწყობილი მშვიდობიანი მიტინგის დარბევა ბირმინგემში, სახანძრო ბრანდსპოიტის გამოყენებით. ალაბამის შტატი, აშშ, 1963 წ. მეორე მსოფლიო ომის დროს, კუნძულ საიპანზე ასობით იაპონელი მოხვდა ალყაში და ამერიკელებს ტყვედ რომ არ ჩაჰბარებოდნენ, მასობრივი თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინეს. როდესაც ამერიკელებმა კუნძული დაათვალიერეს, ერთ-ერთ გამოქვაბულში ცოცხალი ბავშვი იპოვეს. 1943 წ. «ამ ბიჭებს Atarbine მიღება დაავიწყდათ» – წერია მალარიის საწინააღმდეგო წამლის სარეკლამო ბანერზე. პაპუა–ახალი გვინეა. გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისი. სამოქალაქო მოსახლეობის სამხედრო სწავლება: ქალი აირწინაღით, მავნე აირებისგან დამცავი საბავშვო ეტლით. დიდი ბრიტანეთი, 1938 წ. სამგზავრო თვითმფრინავი მანჰეტენის თავზე. აშშ, 1939 წ. ავტო–რუჯის აპარატი. აშშ, 1949 წ. იყიდება ბავშვები. ჩიკაგო, აშშ, 1948 წ. ეს ფოტოსურათი პირველად, გამომცემლობა Vidette-Messenger of Valparaiso Ind–მა, 1948 წ. 5 აგვისტოს გამოაქვეყნა. ფოტოზე – კიბის საფეხურზე მჯდომი, 4 პატარას გვერდით, განცხადებაზე წერია: «იყიდება 4 ბავშვი». ხილო, უკანა ფონზე, ზურგს უკან, მათი ფეხმძიმე დედა ჩანს, რომელსაც ხელები აქვს სახეზე აფარებული. ბევრმა მკითხველმა, განცხადების გაცნობის შემდეგ, ჩათვალა, რომ ის დადგმული იყო. თუმცა, რეალობა, ვარაუდზე უარესი საშინელი აღმოჩნდა – ეს ბავშვები და მათი, იმ დროისთვის, ჯერ კიდევ არ დაბადებული ძმა, მართლაც გაყიდეს... გაგრძელება >>> კომბოსტო და თალგამურა (მიწამხალა) – საშობაო სადილი დიდი დეპრესიის დროს. აშშ, 30 წლების დასაწყისი. მაიმუნი, რომელიც მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, კოსმოსში გაფრენის შემდეგ. აშშ, 1961 წ. პირველი დილა შვედეთის ქუჩებში, მას შემდეგ, რაც გზებზე მოძრაობის მიმართულებები შეცვალეს. სტოკჰოლმი, 1967 წ. 25 000-ზე მეტმა ასწია ხელი ფაშისტური სალმის მისაცემად და ამის გაკეთებაზე, მხოლოდ ერთმა თქვა უარი . ჰამბურგი, გერმანია, 1936 წ. არხის სხვა სიახლეები:* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში* "ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება284 2-ს მოსწონს
|