საზოგადოება მაია ასათიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა-თანხა "ვიღაც ნაძირალას ჩაურიცხა" 2023, 6 იანვარი, 11:50 ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, მას ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დაუკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარება სთხოვეს, თუმცა ეს ყველაფერი ფეიკი გამოდგა: "ეს წუთია თაღლითობის მსხვერპლი გავხდი, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დამიკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მთხოვეს, ვიდეო გავაზიარე ანგარიშის ნომრით!!!!! და მეც ცხადია თანხა ჩავრიცხე!!!ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა!!! თანხა ვიღაც თვითმარქვია ნაძირალასთვის გადამირიცხავს"-წერს მაია ასათიანი. 11 იანვარს 5 საათზე მაია ასათიანი ეროვნულ ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ეპატიჟება ყველა მსურველს შეხვედრაზე: ყველაფერთან ერთად, ძალიან მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, როგორ დავძლიოთ კრიზისი და როგორ გავხდეთ ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი, მე ეს გზა გავიარე..და ზუსტად ვიცი როგორ"-წერს მაია ასათიანი. როგორც ცნობილია მაის ასათიანი ცნობილი ტელეშოუ" პროფილი", რომელიც 2007 წლიდან გადიოდა, ჯერ ტელეკომპანია "მზის", შემდეგ "რუსთავი-2"ის, ბოლოს კი ცოტა ხნით "ტვ პირველის" ეთერში აგერ უკვე ორი წელია დაიხურა და როგორც ჩანს საბოლოოდ. 935 2-ს მოსწონს
|