x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136002
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
ნარკოტიკის მოყვარულ მამაკაცს მოეჩვენა, რომ მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდა, კარები შელეწა და ძაღლი "გადაარჩინა"
image ნარკოტიკები, იარაღის კონტრაბანდასთან და პროსტიტუციასთან ერთად ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი "ბიზნესია" და ეს ჩემი ვარაუდი არაა, ესაა აღიარებული ფაქტი.


თუ ადრე ნარკოტიკების ხარისხი ნარკოკარტელების მიერ კონტროლდებოდა საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად, დღეს კაციშვილმა არ იცის დედამიწის ზურგზე თუ რა ხარისხის ნარკოტიკები იყიდება, შესაბამისად ლეტალური გამოსავალი ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ ძალიან გახშირდა, მათ შორის საქართველოც არაა გამონაკლისი.


სუფთა ნარკოტიკი უკვე მიუწვდომელია ნარკოდამოკიდებულებისათვის და ისინი იძულებული არიან ხშირად თვითშემოქმედებას მიჰყონ ხელი, რას არ იგონებენ და რას არ აკეთებენ, ოღონდ კი ნარკოტიკების მოთხოვნით გამოწვეული ტანჯვა შეიმცირონ.


ბევრჯერ მინახავს ნარკომანი რომელიც უსაშინლეს მდგომარეობაშია, როცა ნარკოტიკის ეგრეთ წოდებული "ლომკა" ეწყება, "ლომკა" თავად მიუთითებს მის შინაარსზე, ამ დროს ადამიანს მთელ სხეულში თითქოს რაღაც ამტვრევს, ოფლი ასხამს, გული გამალებით უცემს, სუნთქვა უჭირს.



ერთი სიტყვით ადამიანი უსაშილეს მდგომარეობაშია და ასეთ დროს მზადაა ნებისმიერი ნარკოტიკის შემცველი საშუალება მიიღოს, ოღონდ მდგმარეობა შეეცვალოს ოდნავ უკეთესობისაკენ.


ეს მამაკაცი მაიკლ ორქარდია, რომელმაც "LSD" მიიღო, "LSD"-ნახევრადსინთეთიკური ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალებაა ლიზერგამიდების ჯგუფიდან.


ნარკოტიკის ხშირი მოხმარება ან ზედოზირება იწვევს ჰალუცინაციებს და სიკვდილსაც კი.


მაიკლ ორქარდს "LSD"-ს მიღების შემდეგ მოეჩვენა, რომ მისი მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდა და სახლში დარჩენილი ძაღლის ყეფაც მოესმა, ეს ჩვენი "გმირი" დაეტაკა კარს, შეამტვრია და ძაღლი "გადაარჩინა", მეზობლების გამოძახებულმა პოლიციამ მაიკლი დააკავა, რადგან სახლს ცეცხლი არ ეკიდა, სხვისი ქონების დაზიანების გამო კი ნებისმიერს აკავებენ.


მაიკლი კი ირწმუნებოდა სახლი იწვისო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის შედეგი იყო, რომელიც ნარკოტიკის ზემოქმედებამ გამოიწვია, მაიკლს იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს ფსიქიატრიულ კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში.


image

0
110
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
110