x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ერაყში მოტოციკლისტთა შოუზე 17 წლის გოგოს წიხლებით სცემებს იმის გამო, რომ "შეუსაბამოდ" ეცვა (ვიდეო)
image


ინტერნეტში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ერაყში მოტოციკლეტისთა ღონისძიებაზე მამაკაცების ბრბო თავს დაესხა 17 წლის მოზარდ გოგონას "შეუსაბამოდ" ჩაცმის გამო.



17 წლის გოგონა მამაკაცთა ბრბოს სამიზნე გახდა ერაყის ქურთისტანში, იგი დაადანაშაულეს იმაში, რომ სარბოლო ღონისძიებაზე მრბოლელთა ყურადღების გადატანას უწყობდა ხელს.



ვიდეო, რომელიც სულეიმანიაში მრბოლელის მიერ არის გადაღებული ჩანს, რომ მოზარდი ცდილობს დაეტოვოს ტერიტორია, შემდეგ კი იძულებულია გაიქცეს. მას კი მამაკაცების ბრბო მისდევს ყვირილით: "ბ**ი".




გოგონას, რომელიც ირანის მოქალაქეა, შავი მაისური, ყავისფერი ჟაკეტი და მოკლე ნაცრისფერი ქვედაბოლო აცვია.ჩანს, რომ მას ცხვირთან ხელსახოცი აქვს მიტანილი და სწრაფად შორდება მამაკაცებისა და ბიჭების დიდ ბრბოს, რომლებიც აგრძელებენ ყვირილს და ტელეფონებით მის ჩაწერას.


image



TikTok-ზე გამოქვეყნებული სხვა ვიდეოეჩი ჩანს, რომ ტრასის პირას გოგონა ბაიკერებით არის გარშემორტყმული


ერთი მამაკაცი მას წიხლებს ურტყამს, იმ დონეზე, რომ გოგონა გაჩერებულ მანქანას ეხეთქება.


image


ქურთისტანის Draw Media-ს ცნობით, 30 დეკემბერს გამართული ამ კონკრეტულ ღონისძიების ჩატარება ქალების გარეშე მოითხოვეს.


გოგონას თან ახლდა მეგობარი მამაკაცი, სახელად აჰ ხანაკი, რომელიც ცდილობდა ჩარეულიყო და უსაფრთხო ადგილზე გაეყვანა გოგონა.


image


მაგრამ ის ჯერ სცემეს და შემდეგ ცივი იარაღით აჩეხეს, ნათქვამია The National News-ის მოხსენებაში.



ინციდენტთან დაკავშირებით სულეიმანიის პოლიციამ თექვსმეტი ადამიანი დააკავა, ეჭვმიტანილებს ჩამოართვეს რამდენიმე დანა და ხმალი.



image


ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როცა მეზობელ ირანში დემონსტრანტები აგრძელებენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ჩადრის არ ტარების გამო ახალგაზრდა ქალი პოლიციამ დააკავა, რა დროსაც იქვე განყოფილებაში გარდაიცვალა.


1
242
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
2023, 6 იანვარი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1