სხვა ერთხელ ღმერთებმა გართობა გადაწყვიტეს... რა წაგვართვეს და სად დამალეს? 2023, 15 მარტი, 9:06 ღმერთებმა, ერთ–ერთი შეკრების დროს, გართობა გადაწყვიტეს... ერთმა თქვა: — მოდი ადამიანებს რამე წავართვათ! ცოტა იფიქრეს, თუ ბევრი, გადაწყვიტეს მათთვის ბედნიერების წართმევა გადაწყვიტეს. მაგრამ, სად უნდა დაემალათ? — მოდით ის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის წვერზე დავმალოთ – თქვა ერთმა. — არა, ადამიანები იმდენად ძლიერები არიან, რომ რომელიმე აუცილებლად ავა მთაზე და იპოვის... და თუ ერთი იპოვის, ყველა დანარჩენი მაშინვე გაიგებს, ბედნიერება სად არის, – უპასუხა მეორემ. — მაშინ, ზღვის ფსკერზე დავმალოთ! – თქვა სხვა ღმერთმა. — არა, გამორიცხულია, ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, ვიღაც აუცილებლად შექმნის აპარატს, წყალქვეშა ცურვისთვის და ბედნიერებას აუცილებლად იპოვიან. — მაშინ სხვა პლანეტაზე დავმალოთ, დედამიწიდან მოშორებით, – გააგრძელა მსჯელობა კიდევ ერთმა. — არა, მათ საკმარისი გონება აქვთ საიმისოდ, რომ სამყაროში სამოგზაუროდ, კოსმოსური ხომალდი გამოიგონონ და მაშინ, ბედნიერებასაც იპოვიან. ყველაზე ხანდაზმულმა ღმერთმა, რომელიც ამ ხნის მანძილზე, ჩუმად იყო, თქვა: — ვფიქრობ, რომ ვიცი, თუ სად უნდა დავმალოთ ბედნიერება. — სად? — ბედნიერება მათშივე დავმალოთ. ისინი იმდენად დაკავებულები იქნებიან მის გარეთ ძებნით, რომ აზრადაც არ მოუვათ, რომ ის საკუთარ თავში ეძებონ. მოხუც ღმერთს ყველა დაეთანხმა... და მას შემდეგ, ადამიანები, ცხოვრებას ბედნიერების ძიებაში ატარებენ და არ იციან, რომ ის მათშია დამალული. არხის სხვა სიახლეები:* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ* 5 ფაქტი ნამდვილი ბუნებრივი საოცრების – სახსრების შესახებ* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?* არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"* მამაკაცები კაბებში – 7 ქვეყანა, სადაც მამაკაცი კაბას ატარებს და ეს არავის უკვირს* ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში766 2-ს მოსწონს
|