x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სინგულარობა: როდის გავხდებით ზეადამიანები?

კაცობრიობის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესს ექსპონენციალური ბუნება აქვს. აქედან გამომდინარე მკვლევარები საუბრობენ იმაზე, რომ რევოლუციურად გარდამტეხ წერტილს ჩვენ მალე მივუახლოვდებით.


1903 წელს ძმებმა რაიტებმა ადამიანთა მოდგმის ისტორიაში პირველებმა განახორციელეს თვითმფრინავით ხანგრძლივი ფრენა. ამ ღირსშესანიშნავი ამბიდან სულ რაღაც 60 წელზე უფრო მოკლე დროში საბჭოთა მოქალაქე იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა და დედამიწას ირგვლივ შემოუარა. 1993 წელს ტიმ ბერნერს-ლიმ World Wide Web-ისთვის პირველი კოდი დაწერა. ამ ფაქტიდან 30 წელიწადში ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ელექტრიფიცირებული და ინტერნეტთან მიერთებულია.


1953 წელს როზალინ ფრანკლინმა, ჯეიმს უოტსონმა და ფრენკ კრიკმა DNA აღმოაჩინეს. ამ ფაქტიდან 50 წლის შემდეგ ჩვენ ადამიანის გენომის რუკა შევქმენით, ხოლო რუკის შექმნიდან 20 წლის თავზე CRISPR-ს ვიყენებთ DNA-ს დასამუშავებლად.


თუნდაც ამ მაგალითებიდან ძალიან ნათლად ჩანს, თუ რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. მომავლის მკვლევარ რეი კურცვაილს თუ დავესესხებით, ჩვენ სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვიმყოფებით იმ მომენტიდან, რომელსაც მისი თქმით “სინგულარობა” ეწოდება.



კურცვაილის აზრით სინგულარობა მომავლის ის პერიოდია, როცა ტექნოლოგიურ გარდაქმნათა ტემპი იმდენად სწრაფი იქნება, ხოლო მისი შედეგები იმდენად ღრმა, რომ ადამიანის ცხოვრება ფუნდამენტურად შეიცვლება.


აღნიშნულ ეპოქაში ადამიანის სხეულის ბიოლოგია და ტექნოლოგიები შეერწყმებიან ერთმანეთს და ამის შედეგად მკვეთრად გაგვიუმჯობესდება კოგნიტური შესაძლებლობები და ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც.


თუმცა ბევრი მკვლევარი ასეთ სწრაფ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო პროგრესში უდიდეს საფრთხეებსაც ხედავს. შესაძლოა ატყდეს საშინელი მესამე მსოფლიო ომი, რომელშიაც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი გამანადგურებელი იარაღის გამოყენება მოხდება, გაჩნდეს მომაკვდინებელი პანდემია, რომელშიც ლაბორატორიაში შექმნილი მიკრობები გამოიწვევენ ან ფილმ “ტერმინატორის” სცენარი იქცეს რეალობად. უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველივე ამისგან დაზღვეული ჩვენი ცივილიზაცია ნამდვილად არ არის.


თუმცა, ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას: ჩვენ, როგორც სახეობა დღემდე ჯერ კიდევ ვარსებობთ და უკვე იმდენად სწრაფად ვვითარდებით, რომ ამის წარმოდგენაც კი რთულია. 1923 წელს არსებული ჩვენი რომელიმე წინაპარი რომ გაგვეცოცხლებინა, გაოგნებისგან სრულიად დაიბნეოდა. მისთვის თანამედროვე ყოველდღიურობა ჰერბერტ უელსის ნაწარმოებების მსგავსი ფანტასტიკა იქნებოდა. ბევრად უფრო ნაკლებად გაოცდებოდა 1823 წელს მცხოვრები ადამიანი, 1923 წელში რომ გაგვეგზავნა, ხოლო 1723 წელს მცხოვრები ადამიანის 1823 წელში გაგზავნა მის გაოცებას ალბათ სულაც არ გამოიწვევდა.


ამგვარად, უკან დასახევი გზა ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. წამზომი ჩართულია. ჩვენ შეუჩერებლივ უნდა ვიაროთ მომავლისკენ, რომელიც დღევანდელობისგან ძალიან განსხვავებული იქნება, იმდენად განსხვავებული, რომ ამის წარმოდგენა ამჟამად მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ამაშია მთელი ცხოვრების საზრისი.


ზეადამიანი

0
347
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0