x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რეტროფოტო 1978 წელი: ადამიანები, რომლებმაც ჩვენი სამყაროს ბედი გადაწყვიტეს

image


ორმოცდახუთი წლის წინ მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური სიტუაციისთვის სასარგებლო იყო, ზოგიერთმა შემთხვევამ საზოგადოების შოკში ჩაგდება მაინც შეძლო. წარმოგიდგენთ იშვიათ რეტროფოტოებს, რომლებზეც შეგიძლიათ როგორც 1978 წლის მიღწევები იხილოთ, ასევე იმ ადამიანებსაც გაეცნოთ, რომლებმაც ისტორია შექმნეს და მასთან, არაერთი პიროვნების ბედიც განსაზღვრეს.



1. თავიდან ცოტა პოლიტიკის შესახებ. სამხედრო კონფლიქტების სფეროში სიმშვიდის მიუხედავად, მათი ექო აქა-იქ მაინც ისმოდა. გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც მშვიდობიან დარეგულირებას მოითხოვდა ახლო აღმოსავლეთი იყო. მხოლოდ 1978 წელს განხორციელდა ის, რაც ყველას შეუძლებლად წარმოედგინა.


image


იმავე წლის სექტემბერში დიდი ხნის ნანატრი სამიტი გაიმართა, რომელზეც შესაძლებელი გახდა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის მშვიდობის შესახებ შეთანხმების მიღწევა. "ისტორიული ხელის ჩამორთმევა" ამერიკის პრეზიდენტის მიერ იქნა ორგანიზებული და იმ დროს ზემოაღნიშნული აქტი 1978 წლის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში უნიკალურ მოვლენადაც იქცა.


2. ბევრი არაბული ქვეყანა და სსრკა "კემპ-დევიდის შეთანხმების" წინააღმდეგ კრიტიკით გამოვიდა. კომპრომისის შედეგად ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძული დაიბრუნა, 1981 წელს კი სადათი საკუთარ ტერიტორიებზე შეიარაღებული თავდასხმების მორიგი ტალღის პირისპირ აღმოჩნდა


image


იმ დროს სხვა ქვეყნებში სამოქალაქო ომები, რევოლუციური გადატრიალებები, ბუნტი და სისხლისმსმელი მკვლელობები ხდებოდა. იტალიის მაცხოვრებლები შიშში ცხოვრობდნენ პოლიტიკური რეჟიმის ზოგადი დისონანსის, ტერორისტული ხელისუფლებისა და მასშტაბური ნგრევების გამო. ქვეყანაში წესრიგის დამყარება ფსევდორადიკალურმა "წითელმა ბრიგადებმა" დაიწყეს. მისი წევრების მიერ ორგანიზებული უკანონობა მშვიდობიან მოსახლეობას შოკში აგდებდა. გავრცელებული ხმების თანახმად ბანდის საქმიანობას შეერთებული შტატები ასპონსორებდა. მარტის შუა რიცხვებში "ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიის ხელმძღვანელის გატაცება მოხდა, რომლის მიერაც წამოყენებულ იქნა კომპრომისის იდეა, რომელიც კომუნისტებსა და მემარჯვენე ძალებს შორის უნდა განხორციელებულიყო. გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა ეს არ მოიწონეს


3. ტერორისტებმა გატაცებულის 13 პატიმარზე გაცვლა მოითხოვეს. იტალიის მთავრობის წევრებმა გადაწყვიტეს მსგავსს ბარტერზე უარი ეთქვათ


image


4. 1978 წლის მაისში "რენოს" საბარგულში ალდო მოროს ცხედარი მოათავსეს. ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ მამაკაცის ცხედარზე ავტომატიდან ინტენსიური სროლა განხორციელდა


image


5. 1978 წლის 25 აპრილს ავღანეთის მოსახლეობა რევოლუციის მომსწრე გახდა. ამრიგად, ძალაუფლება რადიკალურმა ჯგუფებმა მოიპოვეს, რომლებიც მხარს სსრკ-ს უჭერდნენ. პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან, რომელიც ქაბულში მდებარეობს


image


6. არგის სამეფო სასახლე სატანკო ქვედანაყოფების მიერ ცეცხლის ქვეშ მოექცა, რომლებსაც ასლამ ვატანჯარა მეთაურობდა. ამ დროს შენობაში მმართველი, მისი ოჯახის წევრები და სხვადასხვა დეპარტამენტის მინისტრები იმყოფებოდნენ. ქაბულში პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ ბუნტის მეორე დღე


image


7. ავღანეთის არჩეული - პრემიერ-მინისტრი ნურ თარაქი. ამ ფოტოზე ის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით იმედით სავსეა, თუმცა ნურ თარაქი 1979 წელს საბჭოთა სპეცრაზმის ხელით დაიღუპება. 1978 წელს ნიკარაგუაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მასში სომოსის ბანდის წევრები და "სანდინისტების განმათავისუფლებელი ფრონტის" რაზმი მონაწილეობდა, იმავე წლის 25 აგვისტოს ქვეყანაში აჯანყება მოეწყო


image


რაზმის ძალებმა ძალაფლება ხელში ოთხ ქალაქში ჩაიგდეს. სადანისტებმა გამარჯვება მხოლოდ ერთწლიანი სასტიკი სისხლიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს. 1978 წელს ნიკარაგუაში ეროვნული გვარდიის კონტრშეტევა რევოლუციური გადატრიალების შემდეგ მოხდა


8. 1978 წელს გაიანაში სექტის მრავალი წევრის თვითმკვლელობამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. 1978 წლის ნოემბერში რელიგიურ თემ "ხალხთა ტაძარში" გაერთიანებულმა 900-მა ადამიანმა თავი ციანიდით მოიწამლა. შემზარავი აქტი - ორგანიზაციის სულიერი მენტორის ბრძანებით განხორციელდა


image


9. 1978 წელი - პოლიტიკური ზავის გაქრობა და მიმდინარე "სექსუალური რევოლუცია", რომელიც 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ოცი წლის შემდეგ დასრულდა. 1978 წელს "Rex Features"-ის იმიჯმა თამამი და მეგა - სექსუალური სახე მიიღო


image


10. უმსხვილესი არასამთავრობო სააგენტო "Rex Features"-ი პროფესიონალ ფოტოგრაფებს აერთიანებდა. მათი ნამუშევრები მსოფლიო მედიის ჟურნალისტებს შორის დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობდა. გერმანელი ფოტოგრაფი, ქალების ცნობილი გულთამპყრობელი და ბიზნესმენი გიუნტერ ზაკი შეყვარებულთან ერთად სანტ-ტროპეს სანაპიროზე, 1978 წელი


image


11. მომხიბვლელი გოგონები "Queen"-ის სიმღერა "Bicycle Race" - ის ვიდეო რგოლში გადაღებისას, 1978 წელი


image


12. იმ პერიოდში ტუნიკების სია ძალიან მწირი იყო. ეს ტრენდი ეხებოდა არა მარტო თავისუფალი მორალის ევროპას, არამედ ლათინურ ამერიკასაც, რომელიც ნაკლებად თამამი შეხედულებებით გამოირჩეოდა, სანაპირო რიო დე ჟანეიროში, 1978 წლის თებერვალი


image


13. დასავლელები მიჩვეულები იყვნენ ემანსიპაციას, "თავისუფალ სიყვარულს", ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათგან მაგალითის აღებას სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ. მაგალითად, იუგოსლავიაში ეროტიზმის კულტურა მეფობდა. პოლონეთი სოციალისტური ბანაკის უჩვეულო ბარაკის შენობებით გახდა ცნობილი. "Jeansmode "-ის მარკეტოლოგების სარეკლამო ხრიკი კონსერვატიულ გდრ-ში 1978 წელს


image


14. ამერიკული ფილმები გდრ-ს ისეთ ქვეყნად წარმოაჩენდნენ, სადაც მხოლოდ პირქუში სახეები, შთაბეჭდილებების დეფიციტი და უიმედობის განცდა სუფევდა. შეუძლებელია არ აღინიშნოს რომ ცვლილებები კინემატოგრაფიულ სამყაროსაც შეეხო. ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ იქნა გადაღებული სკანდალურად ცნობილი ფილმი "აპოკალიფსი დღეს"


image


15. 45 წლის წინ ეკრანებზე ცნობილი თრილერი - "უცხო" გამოვიდა, რომელიც დედამიწელების კოსმოსში თავგადასავალზე მოგვითხრობდა. ფილმმა პოპულარობა არა მხოლოდ მასში დაკავებულ მსახიობებს მოუტანა, არამედ მის შემქმნელებსაც უზარმაზარი მოგება აჩვენა. სიგურნი უივერი - თავისი დროის ამორძალი, 1978 წელი


image


16. მე-20 საუკუნის ისტორია არასრული იქნებოდა მანქანების შესახებ ორი სიტყვა რომ არ გვეთქვა. 1978 წელს ჯერ კიდევ შეგეძლოთ სრული ზომის მანქანების პოვნა, რომლებიც დილერების მიერ იყო წარმოდგენილი


image



17. ავტომობილი 'Ford' Pinto, 1978 წელი


image


18. ევროპაში 1970-იან წლებში ავტოინდუსტრიამ სოციალისტებსა და ამერიკელებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა. შეგვიძლია გამოვყოთ როგორც ახალი მოდელების მუდმივი გამოშვება, ასევე მანქანების მასობრივი წარმოებაც, რომლებიც პირველად 20-30 წლის წინ იქნენ გამოშვებული. ბევრმა ლეგენდარულმა მანქანამ საკუთარი ადგილი ორმოცი წლის განმავლობაშიც კი შეინარჩუნა


image


1970-იანი წლების ბოლოს მანქანებმა სოციალისტურ ქვეყნებშიც ჩააღწიეს, რომლებიც საავტომობილო ბაზარზე სიახლეებით ვერ დაიკვეხნიდნენ. ქალაქ იენაში კარლ ცაისის ქარხნის პარკინგი, აღმოსავლეთ გერმანია, 1978 წელი



19. ბულგარეთის მაცხოვრებლები 60-იანი წლების დასაწყისიდან კვლავაც აგრძელებდნენ საბჭოთა მანქანის პოპულარული მარკის აწყობას. "მოსკვიჩის" ავტოსერვისი 1978 წელი


image


20. 1978 წელს ტირანაში ჯერ კიდევ თავისუფლად შეიძლებოდა ავტომობილებით ვაჭრობა


image


21. კოსმოსის კვლევის ისტორია რამდენიმე გვერდის ღირსია, მაგრამ ამჯერად, მსურს ყველაზე ღირსშესანიშნავი ფოტო გაგიზიაროთ. აშშ, სატურნი-5. კოსმოსური ცენტრი, რომელიც ლინდონ ჯონსონის სახელს ატარებს


image


22. წინ დიდი მოგება და მთელ მსოფლიოში მილიონობით პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელია. ახალგაზრდობა და ამბიცია თავისას იზამს. კორპორაცია "Microsoft"-ის სპეციალისტები 1978 წლის დეკემბერში


image


23. იცანით ბილ გეითსი? და თუ გააქვთ სურვილი იხილოთ როგორ გამოიყურებოდა "პლაზმა" 45 წლის წინ? კომპანიის მიერ წარმოებული ტელევიზორი 1 მეტრიანი ეკრანით


image




0
638
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
638