რელიგია "გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის... გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ" - თენგო გოგოტიშვილი 2023, 2 იანვარი, 11:01 ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ილია მეორის საახალწლო მიმართვას ეხმიანება და წერს: "ახლა შემხვდა ილია მეორის საახალწლო მიმართვა. მართლა დამეწვა გული. ვისაც გულით გიყვართ, ამას რატომ უკეთებთ კაცს? ან მრევლს რატომ ატყუებთ, რომ ეს კაცი მართავს ვინმეს და რამეს? ან თუნდაც იღებს გადაწყვეტილებას თევზით ხსნილობის შესახებ. ვერ დადის, ვერ სწევს თავს, ვერ ლაპარაკობს - ფიზიკურად არის ცუდად და თქვენი მანიპულაციის მსხვერპლია ჩვეულებრივი კოლექტიური შორენა-ჯაღმაიძის. გიზით ტახტზე და მისი სახელით წყვეტთ ყველანაირ სიმყრალეს ეკლესიისთვის. გაუშვით პენსიაზე, დაასვენეთ და გეყოთ სინდისი, თქვენი სახელითა და ავტორიტეტით მართოთ ეკლესია. მერე ვნახავდი რეიტინგებსა და სანდოობის პროცენტებს გამოკითხვებში. თუკი გაქვთ რამე სახელი და სინდისი ზაგორსკისა და ტიხონის უნივერსიტეტის აქეთ, ქრისტეს ფეხის მკვნეტელებო, პედოფილებო, მემრუშეებო და ლექსოს მკვლელებო!" - წერს თენგო გოგოტიშვილი.
"დაგვიდგა ახალი წელი. დღეს, ჩვენ გვესმის დავით მეფის წინასწარმეტყველის სიტყვები "მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე". ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე)...
513 2-ს მოსწონს
|