ისტორია დასახელდა სსრკს-ს დროინდელი საუკეთესო საბჭოთა ავტომობილები 2022, 31 დეკემბერი, 18:28 საბჭოთა კავშირის შექმნიდან 100 წლისთავზე გამოცემა Motor.ru -მ დაასახელდა ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ავტომობილები მისი 69 წლიანი არსებობის მანძილზე. საუკეთესო მსუბუქი ავტომობილი-ვოლგა "გაზ-21"-ეს არ იყო ყველაზე პროგრესული დიზაინის, არც ყველაზე დიდ ტირაჟიანი და არც ყველაზე პოპულარული ავტომობილი საზღვარგარეთ. მისი პოპულარობა სულ სხვა რამეში იმალება. 1950-იანი წლების ბოლოს გამოსული, გაზ-21 გახდა ქვეყნის დათბობის ერთ-ერთი სიმბოლო. ნათელი მომავლის იმედი, რომელშიც კოსმოსური მიღწევების და არქტიკული შელფის დაპყრობის ფონზე, გაამაყებულ საბჭოთა ადამიანებს ასევე ექნებოდათ საკუთარი ბინა, დანაზოგი და მანქანა, თან ისეთი დიდი და ლამაზი, როგორიც "ვოლგაა!" გაზ-21 ნამდვილად არ არის დამნაშავე იმაში, რომ საბოლოოდ საბჭოთა ხალხის ეს იმედები არ გამართლდა. საუკეთესო ჯიპი - ვაზ-2121 "ნივა"-ის შეიძლება ყოფილიყო პირველი ნომინაციის გამარჯვებულიც. ამ ავტომობილს ნამდვილად აირჩევდნენ საზღვარგარეთის მომხმარებელები, რადგან სსრკ-ს ისტორიაში არც ერთი მანქანა არ გაყიდულა უცხოეთში იმ რაოდენობით, როგორიც ნივა!დიას საუბარია ნახევარ მილიონ მანქანაზე 40 წლის განმავლობაში. საუკეთესო სატვირთო მანქანა - "კამაზი"-5320-როცა ქვეყანას საშინლად აკლდა თანამედროვე, გამძლე და ეკონომიური სატვირთო მანქანები, ის როგორც ზღაპარში, ისე გამოჩნდა . ჯერ ღია ტრიალ მინდორში წამოიმართა უზარმაზარი ავტოქარხანა, შემდეგ კი რეკორდული ტირაჟებით დაიწყო მისი გამოშვება. წარმოიდგინეთ - მთავარი კონვეიერის გაშვებიდან სულ რაღაც 12 წლის შემდეგ, KamAZ-მა აღნიშნა მემილიონე სატვირთო მანქანის გამოშვება. საუკეთესო ავტობუსი - "ლიაზ-677"- არ იყო იდეალური, ისევე როგორც ცხოვრება საბჭოთა კავშირში, მაგრამ 30 წლის წინ გამქრალი ქვეყნიდან, მან შესაძლოა, რომ დატოვა ყველაზე თბილი მოგონებები. "ლიაზში" ყოველთვის იყო ადგილი ყველასთვის. თუნდაც ფეხზე დასადგომი. ის ყოველთვის ძალიან რბილი და ძალიან, ძალიან თბილი იყო. და გაცვეთილი ჯვარედი კარდანის ლილვის რეკვაც კი თითქოს "ლიაზის" თანდაყოლილი სენი კი არ იყო, არამედ საყვარელი ავტობუსის სასიამოვნო თანმდევი ხმა. 909 2-ს მოსწონს
|