სხვა ჰიგიენა ინდოეთში: ტოლჩა ტუალეტში და მარჯვენა ხელის პრივილეგია 2022, 31 დეკემბერი, 17:33
ჰიგიენის თემა ძალიან ორმხრივია. ის, რაც ერთ ქვეყანაში ნორმად ითვლება, მეორეში ის შეიძლება სრულიად შოკისმომგვრელი და დამაბნეველიც კი იყოს.
ტოლჩა ტუალეტში
მიუხედავად იმისა რომ ბევრ მოგზაურს ინდოეთი სულიერად ამაღლებულად ეჩვენება, ის მაინც ძალიან უწესრიგო და ბინძურ ქვეყნად ითვლება. სურვილის შემთხვევაში ჭუჭყის პოვნა საოპერაციოშიც კი შეიძლება, მაგრამ თუ შემთხვევით იაფასიანი მატარებლის ან სასტუმროს ტუალეტში აღმოჩნდებით, საპირფარეშოში შესაძლოა ტუალეტის ქაღალდი ან ხელსახოციც კი ვერსად იპოვოთ, თუმცა აი, ტოლჩას ან ქოთანს ნამდვილად შეხვდებით. როგორ უკავშირდება ეს ორი რამ ერთმანეთს? ინდოელები ტუალეტის ქაღალდს უკიდურესად არაეფექტურად მიიჩნევენ, რაღა თქმა უნდა, წყლისგან განსხვავებით. ეს მათი მრავალსაუკუნოვანი ჩვევიდან და იმ ფაქტიდან მომდინარეობს, რომ ინდოეთში ხე და მასთან ერთად ქაღალდიც ყოველთვის დეფიციტური იყო, ახლა წარმოიდგინეთ რამდენი ჯდება ამ ქვეყნაში ელემენტარული საპირფარეშოს ქაღალდი, ამიტომ ტუალეტებში ყოველთვის არის სუფთა წყალი და ჰიგიენის ყველა პროცედურა მარცხენა ხელით ტარდება, რომელსაც მარჯვენასაც ახმარენ. ამ მარტივი მახასიათებლის გამო, ინდუსების მარცხენა ხელი უწმინდურად ითვლება. მაღალ საზოგადოებაში მიუღებლად ითვლება მარცხენა ხელით სხვა ადამიანის შეხება, მოწყალების გაცემა და, რაღა თქმა უნდა, საკვების აღება და გადაცემა. ბაზარში, ქუჩის მოვაჭრე, თქვენგან ფულს მარცხენა ხელიდან მიიღებს, თუმცა იფიქრებს რომ თქვენ უბრალოდ სულელი ხართ. ბიზნესი ბიზნესია, ფულს სუნი აქვს - ეს წესი ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
ევროპული სტილის უნიტაზი
სხვათა შორის, ინდუსების აზრით, უნიტაზი უკიდურესად არაპრაქტიკული და მოუხერხებელია, ამიტომაც მათ ექსკლუზიურად იმ დაწესებულებებისთვის აკეთებენ, სადაც შესაძლოა ევროპელები მოხვდნენ. ასე, მაგალითად, მაღალი კლასის მატარებლებში ან ვარსკვლავურ სასტუმროებში შეგიძლიათ ორმაგი ტუალეტები აღმნიშვნელი ნიშნებით იხილოთ: "ევროპული სტილი" და "ინდურ / აზიური სტილი". ასე რომ, მიყრუებულ ადგილებში მოგზაურობის მოყვარულებს არაევროპული უნიტაზის სტილთან შეგუება მოგიწევთ. სხვათა შორის, ინდოეთში შესაძლოა კიდევ უნიტაზისა და ბიდეს საინტერესო ჰიბრიდსაც გადააწყდეთ. ტექნოლოგიის ეს სასწაული ჩვეულებრივ ევროპულ ტუალეტს ჰგავს, რომლის დასაჯდომის უკანაც წვრილი მილია დამაგრებული, რომელსაც ცალკე ონკანი აქვს, თუმცა ტურისტები ამ მილში წნევის დატესტვას სასტიკად არ გვირჩევენ. საქმე იმაშია, რომ ინდუსები სისტემაში წნევის სწორ რეგულირებას საკმაოდ ზერელედ უდგებიან. მაგალითად, წყლის წნევა შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ სამ მეტრიანმა წყლის ჭავლმა შესაძლოა ოთახი გადაკვეთოს და მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული სარკეც კი ჩამოაგდოს.
შხაპის საკითხი
აბაზანებს, ისევე როგორც ტუალეტებს, ინდოელები თავს ყველანაირად არიდებენ, ხოლო საშხაპეში შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ონკანი იპოვოთ და ისიც - ცივი წყლის. ინდოეთში საკმარისად თბილა, ამიტომ ინდოელები წყლის გაცხელებით თავს დიდად არ იწუხებენ და მას როგორც წესი, ბუნებრივად ათბობენ. წავიდა ის დრო როცა ინდოეთში წყლის დეფიციტი იყო და ადგილობრივებს დაბანა განგის ბინძურ წყალში უწევდათ. დღეს, მთავრობა უზარმაზარ ფულს ხარჯავს მილებისა და წყლის გაწმენდისთვის, რათა ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები სუფთა წყლით უზრუნველყოს, ამიტომ ისეთ ტუმბოებს, სადაც ადამიანები წყალს აგროვებენ, ბანაობენ, რეცხავენ და სასმელადაც კი იყენებენ თითქმის ყველგან შეხვდებით, თუმცა ქუჩის წყლის დალევა, აეროპორტსა ან სავაჭრო ცენტრშიც კი მოუმზადებელი კუჭისთვის რეკომენდებული არ არის, დასალევად უმჯობესია ბოთლის წყლის არჩევა, რომლის პოვნაც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი.
|