საქართველო ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია? ამას ვიდეო ჩანაწერები აჩვენებს 2012, 28 სექტემბერი, 15:06
ზურაბ ჟვანია ღირსეული ადამიანი იყო. მას სწამდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ძალის და როლის. ის იყო მგზნებარე, მაგრამ ყოველთვის გონიერების ხმა. ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი რეალური დემოკრატიული მემკვიდრეობა საქართველოს პარლამენტია. სწორედ ის იყო მისი სტრუქტურის, წესებისა და ჩვეულებების მთვარი არქიტექტორი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო საქართველოსათვის და ქართული დემოკრატიისთვისათვის. დღეს ჩვენ ზურაბ ჟვანიას მივესალმებით იმისათვის, რაც იყო და იმისათვის, რაც ყოველთვის იქნება - მაგალითი მათთვის, ვისაც დემოკრატიისა და თავისუფლების სწამს. უახლოეს დღეებში შესაძლებელია, საზოგადოებამ ზურაბ ჟვანის სიკვდილთან დაკავშირებული ვიდეომასალა იხილოს, - წერს “კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე და ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. თუმცა ამბობს, რომ ამის შესახებ კომპეტენტური წყაროდან შეიტყო. 43104 21-ს მოსწონს 7-ს არა
|