x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ცეცხლსასროლი იარაღი და მისი გამოყენების სავალალო შედეგები
image ცეცხლსასროლი იარაღების შექმნის დღიდან მან კატასტროფული ზიანი მიაყენა კაცობრიობას, იარაღი ზოგადად არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანს უქმნის ძლიერი ადამიანის ილუზიას, არა და ძლიერი ადამიანი იარაღს მხოლოდ ოჯახის დასაცავად ან მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში თუ გამოიყენებს.


"ველური დასავლეთის" შესახებ ძალიან ბევრს გვაქვს ნანახი ფილმები, სადაც რეალურ და ისტორიული პირებზე უამრავი ფილმებია გადაღებული, სადაც ხელსწრაფი და ჩუბინი მსროლელები სწრაფად უმკლავდებიან ბოროტმოქმედებს.


ფილმი ფილმია და რეალობა სულ სხვაა, ამიტომაც აიკრძალა დუელები, რომელიც უმთავრეს შემთხვევებში ერთერთი მონაწილის სიკვდილით მთავრდებოდა.


დუელში დაიღუპბმემ პუშკინი, ლერმონტოვო და ბევრი სხვაც ცნობილი ადამიანებიდან.



ტყვიის მოხვედრა ცოცხალ ორგანოებზე იწვევს, ორგანიზმის მთლიანობის დარღვევას, ხშილად პროფუზულ სისხლდენას და გამოსავალი ლეტალურია, თუმცა არიან ადამიანები ვისაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. აქ უმთავრესი ფაქტორია თუ სად მოხვდა ცოცხალ ორგანიზმს ტყვია, სასიცოცლო ორგანოში თუ რბილ ქსოვილში.


ზოგადად თავში მოხვედრილი ტყვიის შემდეგაც არსებობს გარდაეჩენის შენსი, თუ ტყვია მოხვედრილი აქვს ადამიანს შუბლში, შუბლის ძვალი საკმაოდ სქელი და და საკმაოდ კარგად იცავს ტვინს, თავში გვერდებიდან მოხვედრილი ტყვიების შემთხვევაში თითქმის 100%-იანი სასიკვდილო შედეგი დგება.
თუმცა ტყვიის გულას, ტყვიის სიჩქარეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, სნაიპერული შაშხანიდან შუბლში ტყვიის მოხვედრის შემდეგ ადამიანი გადარჩენილიყოს, რადგან სნაიპერული შაშხანის მსხვილკალიბრიანი ტყვიის გულა ადვილად ამსხვრევს შუბლის ძვალს და ტვინში იჭრება.


კიდევ უფრო უარესი შედეგი დგება როცა მსხვეროლს ესვრიან ექსპანსიურრ ტყვიას, ასეთ დროს ადამიანს გადარჩენის უმცირესი შანსი აქვს, რადგან ექსპანსიური ტყვიის გულას თავისებურების გამო ნადგურდება ქსოვილები, სისხლძარღვები და ძვლოვანი სისტემა, რაც მყისიერ სიკვდილს იწვევს სისხლის სწრაფი დაკარგვის გამო.


სტატისტიკურად ერთერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ აშშ-შიც კი 32 000 თვითმკვლელობა ხდება, რადგან მოსახლეობაში იარაღის კოლოსალური რაოდენობაა.


მხოლოდ ფილმებში ხვდება ისე, რომ პოლიციელი პოტენციურად საშიშ ბოროტმოქმედს ფეხებში ესვრის, არცერთ სამხედრო თუ საპოლიციო სასწავლებელში კურსანტებს არ ასწავლიან ფეხში სროლას, თუ ბოროტმოქმედი საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და მისი ცოცხლად აყვანა შეიძლება ორმხრივი მსხვერპლით დამთავრდეს, ასეთი დროისათვის სამხედრო სპეცრაზმელსაც, რიგით მებრძოლსაც და პოლიციელსაც აქვს მითითბა ბოროტმოქმედის ლიკვიდაციაზე.


აქედან გამომდინარე ვამბობ: იქ, სადაც იარაღის ტარების, მოვლა-შენახვის და მოხმარების კულტურა არაა არ შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის დაკანონება ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე.
imageimageimageimageimageimage





0
134
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
134