სხვა საახალწლო ვიქტორინა - 20+ საინტერესო კითხვა ბავშვებისა და უფროსებისთვის 2022, 27 დეკემბერი, 17:47 თუ ახალი წლის გასალამაზებლად სახალისო იდეებს ეძებთ, საახალწლო ვიქტორინა მოაწყვეთ.
მხიარული ვიქტორინა კორპორატიულ წვეულებაზე როგორც უფროსებისთვის, ასევე სახლში ბავშვებისთვის შეგიძლიათ მოაწყოთ.
დააწესეთ ჯილდო, რომ თამაში უფრო საინტერესო გახდეს. შეამოწმეთ, რამდენად კარგად იცით საახალწლო თემა. 1. რომელი რომაული ღმერთის სახელი ეწოდა იანვარს? იუნონა აფროდიტე იანუსი სწორი პასუხი: ღმერთი იანუსი 2. წლის რომელ დროს აღინიშნება ჩინური ახალი წელი? გაზაფხული შემოდგომა ზამთარი სწორი პასუხი: ზამთარი 3. რომელი კალენდრით აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს? მაიას კალენდარი მთვარის კალენდარი მზის კალენდარი სწორი პასუხი: მთვარის კალენდარი 4.რომელი ქვეყანა აღნიშნავს ახალ წელს პირველი? ახალი ზელანდია ავსტრალია კირიბატი სწორი პასუხი: კირიბატი 5.რა სახელით არის ცნობილი ახალი წლის ღამე შოტლანდიაში? ყველა სულის დღე ჰოგმანაი ვალჰალა სწორი პასუხი: ჰოგმანაი 6. ტრადიციულად ესპანელები ახალ წელს 12 ცალ რაღაცას ჭამენ. რა არის ეს? სარდინი ყურძენი ძეხვი სწორი პასუხი: ყურძენი 7. რომელ ქვეყანაში ითვლება კარგ ნიშნად კართან თეფშის გატეხვა ახალი წლის ღამეს? საფრანგეთი დანია იტალია სწორი პასუხი: დანია 8. რომელ ქვეყანას აქვს საახალწლო ტრადიცია, ზარის 108–ჯერ რეკვა ბოროტი სულებისა და ადამიანური მანკიერების განსადევნად? ჩინეთი იაპონია ვატიკანი სწორი პასუხი: იაპონია 9. რომელი კალენდრით მოდის ახალი წელი 1 იანვარს? იულიუსის კალენდრით გრიგორიანული კალენდრით ებრაული კალენდრით სწორი პასუხი: გრიგორიანული კალენდრით 10. როგორი თოვლია საუკეთესო თოვლის კაცის გასაკეთებლად? ხელოვნური თოვლი სველი თოვლი მშრალი თოვლი სწორი პასუხი: სველი თოვლი 11. რა ეწოდება თოვლის შიშს? ქიონოფობია კოულროფობია პოგონოფობია სწორი პასუხი: ქიონოფობია 12. რომელ ქვეყანაში გაიმართა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები? კანადა ფინეთი საფრანგეთი სწორი პასუხი: საფრანგეთი 13. რამდენი სხივი აქვს ფიფქს? 5 6 7 სწორი პასუხი: 6 14. “ზამთარი მოდის“ – რომელი ოჯახის დევიზია სერიალში „სამეფო კარის თამაშებში“? სახლი სტარკი სახლი ბარათეონი სახლი დრაკონი სწორი პასუხი: სახლი სტარკი 15. როცა ევროპაში ზამთარია, ჩამოთვლილთაგან რომელ ქვეყანაშია ზაფხული? ჩინეთი მექსიკა ავსტრალია სწორი პასუხი: ავსტრალია 16. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები იბადებიან 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით? მერწყული თხის რქა მშვილდოსანი სწორი პასუხი: მშვილდოსანი 17. რა ეწოდება წლის ყველაზე მოკლე დღეს? სავსე მთვარე ზამთრის დღე ზამთრის ნაბუნიაობა სწორი პასუხი: ზამთრის ნაბუნიაობა 18. ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყნიდან უკეთ ჩანს ჩრდილოეთის ციალი? ისლანდია ნიდერლანდები ირლანდია სწორი პასუხი: ისლანდია 19. რომელი ცხოველის ბეწვი თეთრდება ზამთარში? ყარსაღი სელაპი ირემი სწორი პასუხი: ყარსაღი 20. ჩამოთვლილთაგან რომელი ცხოველი იმარაგებს საკვებს ზამთარში იმის ნაცვლად, რომ დაიძინოს? დათვი ციყვი ზღარბი სწორი პასუხი: ციყვი 21. რომელი ყვავილი ყვავის ზამთარში? ბეგონია ნარგიზი შობის ვარსკვლავი სწორი პასუხი: შობის ვარსკვლავი ასევე დაგაინტერესებთ: 1. იცნობთ მსოფლიო არქიტექტურას თქვენი ხუთი თითივით? - შეამოწმეთ ცოდნა 2. თუ ამ ტესტში 9/9 დააგროვებთ, თქვენი თავი მოსახლეობის 80%–ზე უკეთ მუშაობს 3. მხოლოდ ვუნდერკინდი შეძლებს ამ ტესტის გავლას - თქვენი ცოდნა შეამოწმეთ! 4. შეძლებთ მის ამოხსნას? ამ ხრიკის შემჩნევას ყველა ვერ ახერხებს 5. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ ნამდვილად ერუდირებული ხალხი შეძლებს 6. რამდენად კარგად იცნობთ ქართულ ანდაზებს? 254 შეფასება არ არის |