x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნაცისტების გამოგონებები, რომლებსაც დღემდე წარმატებით ვიყენებთ

image


მესამე რაიხის წლები ისტორიაში გასული საუკუნის ყველაზე არაადამიანურ და დაუნდობელ პერიოდად დარჩა. ნაცისტური გერმანიის მეცნიერები ისეთ ცდებს ატარებდნენ, რომლებიც შესაძლოა მათი გამარჯვებისთვის სასარგებლო ყოფილიყო. სამწუხაროდ, ნაცისტთა ექსპერიმენტების საცდელ ობიექტებად ყველაზე ხშირად "დაბალი რასის" წარმომადგენლები ხდებოდნენ, თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ამ ცდების შედეგად შექმნილმა გამოგონებებმა ჩვენამდე მოაღწია და მათი უმრავლესობა თანამედროვე ტექნოლოგიებში დღემდე წარმატებით გამოიყენება. მოდით, ზოგიერთ მათგანს უფრო დეტალურად გავეცნოთ.



სისხლის გაწმენდის ექსპერიმენტები


image


იოზეფ მენგელე მესამე რაიხის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი გახლდათ, რომელთანაც ძირითადად, ტყუპების მიყვანა ხდებოდა, რომლებზეც ის თავის საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა. მენგელე მათთვის თვალების ფერისა და სისხლის შემადგენლობის შეცვლას ცდილობდა, ამგვარად, ის ერთ-ერთი ტყუპისცალის "გაწმენდით" მას რასობრივად სუფთას ხდიდა. ახლა ეს მეთოდი ინსულტის, აუტოიმუნური და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.




რეაქტიული თვითმფრინავი


image


პირველი რეაქტიული თვითმფრინავი ვერნერ ფონ ბრაუნის მიერ მესამე რაიხის დროს შეიქმნა. მეცნიერი თანამედროვე სარაკეტო მეცნიერების ფუძემდებლად ითვლება. 1942 წელს პირველი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ასევე მის გარეშე არ მომხდარა. 1945 წელს ვერნერ ფონ ბრაუნი აშშ-ს ხელისუფლებას ჩაბარდა, რის შემდეგაც მან მუშაობა უკვე მათთვის დაიწყო. ბრაუნს ამერიკული ასტრონავტიკის "მამას" უწოდებდნენ, რადგან ის იყო მთვარის პროგრამის ხელმძღვანელი, რომელმაც რაკეტა "სატურნ-V"-ე გაუშვა.



ვაქცინა


image


დაჰაუს ნაცისტურ ბანაკში მალარიაზე ცდებს პატიმრებზე ექიმი კურტ პლეტნერი ატარებდა. ის კოღოს ნაკბენის საშუალებით პატიმრებს შეგნებულად აინფიცირებდა. ომის დასრულების შემდეგ პლეტნერი გარკვეული დროის განმავლობაში მიმალვაში იყო, თუმცა შემდეგ მუშაობა შვეიცარიაში თავისი ნამდვილი სახელით დაიწყო. მის მიერ ბანაკებში ჩატარებული ექსპერიმენტები მიღებულია სამეცნიერო მსოფლიო საზოგადოების მიერ. პლეტნერი ამტკიცებდა, რომ ექსპერიმენტები პატიმრებს არანაირ ზიანს არ აყენებდა.




პერფორაციული ბარათი IBM


image


მესამე რაიხის დროს ამერიკული კომპანია IBM უკვე არსებობდა, რომელსაც საკუთარი ფილიალი გერმანიაში ჰქონდა. ფირმა ნაცისტებთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობდა და მას "ებრაულ საკითხებშიც" ეხმარებოდა. კომპანიამ წარმოადგინა აღჭურვილობა, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ებრაელთა რაოდენობის დათვლა, რის შემდეგაც მათი უმრავლესობა განადგურდა.




Fanta



image


"Fanta" მესამე რაიხის დროს იქნა გამოგონილი და ის ამერიკული "Coca-Cola"-ას ერთგვარ ალტერნატივას წარმოადგენდა. მისი ორიგინალური გემო დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდებოდა და ის ვაშლის ნარჩენებისგან და შრატისგან მზადდებოდა.



ადამიანის სხეულის ჰიპოთერმიასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები


image


ცდები იმისთვის ტარდებოდა რომ ჯარისკაცები სუსხიანი რუსული სიცივისთვის მოემზადებინათ. ამისთვის ექსპერიმენტის მონაწილეებს ჯერ ყინულიან წყალში ამყოფებდნენ, შემდეგ კი ცხელ წყალში ათავსებდნენ. ექსპერიმენტების დასასრულებისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სიკვდილი მაშინ დგებოდა, როდესაც ნათხემის გადაციება ხდებოდა. შედეგად გაჩნდა ჟილეტი მაღალი თავსაყუდით, რომელიც ადამიანს თავს წყლის ზემოთ უნარჩუნებდა. სწორედ ამით არის დღეს ყველა თვითმფრინავის სალონი აღჭურვილი.




ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ცდები


image


ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისთვის ადამიანებს პირველ რიგში, ჯერ განზრახ ასახიჩრებდნენ, შემდეგ კი ჭრილობებში უცხო სხეული შეყავდათ, ასე ცდილობდნენ ექსპერიმენტატორები სისხლის შეჩერებას, რათა ორგანიზმი სეფსისს თავად ვერ უმკლავდებოდა. ეს ყველაფერი სულფონამიდების - სინთეზური ანტიბიოტიკების ზემოქმედების შესამოწმებლად კეთდებოდა, რომლებიც მედიცინაში სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ დღემდე გამოიყენება.



ავტომობილი "ფოლკსვაგენი"


image


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ავტომობილი, "ფოლკსვაგენის" "ხოჭო" დაიმლერი და ბენცის მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში იქნა შექმნილი. ჰიტლერი ისეთი მოდელის შექმნას ითხოვდა, რომლის ყოლის შესაძლებლობა ნებისმიერი, საშუალო კლასის გერმანულ ოჯახს ექნებოდა.




0
884
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
884