საქართველო ბიძინა ივანიშვილი: ან ახლა უნდა დავბრუნებულიყავი ან ვეღარასდროს დავბრუნდებოდი 2012, 28 სექტემბერი, 14:20 ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი ვიზეც დღეს მთელი საქართველო საუბრობს ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს. ზოგს უყვარს, ზოგსაც მისი იმედი აქვს. ბიძინა (ბორის) ივანიშვილი დაიბადა 1956 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა".მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო _ ჯერ არმინირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა. 1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ, კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ კონგში. 1990 წლისთვის, ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო. რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით მან და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი "როსკრედიტი". ივანიშვილის ოჯახი ბოლო პერიოდში ცხოვრობდა ამერიკაში და საქართელოში ხშირად ჩამოდიოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ვალდებულათ ჩათვალა თავი, დაბრუნებულიყო საქართველოში და ებრძოლა თავისი ქვეყნისთვის. თავის ინტერვიუში ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ხალხი გაღიმებული და ბედნიერი დადის, რასაც ის საქართველოში ვერ ხედავს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ან ახლა უნდა დავბრუნებულიყავი ან მე საქართველოში ვეღარასდროს დავბრუნდებოდიო. 490 2-ს მოსწონს
|