x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"უთოს ბანდა" - ვინ იყვნენ უკანასკნელი სიკვდილმისჯილები უკრაინაში (კრიმინალური არქივიდან)
image

დონეცკის რეგიონი ყოველთვის იზიდავდა კრიმინალურ ელემენტებს. აქ ყოველთვის შეიძლებდა ხეირის ნახვა: მაღაროები და მსხვილი საწარმოები უზრუნველყოფდნენ კომფორტულ ცხოვრებას როგორც ჩონოვნიკებისთვის, ასევე რიგითი მუშაკებისთვისაც. მაგნიტოფონები, მაცივრები, სამკაულები ქურდებისა და მძარცველების ძირითადი ნადავლი იყო. გამონაკლისი არც გორლოვკა იყო.



60-იან წლებში მდიდარი მაღაროელთა და ქიმიკოსების ქალაქი ნამდვილ ქურდულ მ

.






დაუნდობელი ბანდის დამფუძნებელი და მისი მუდმივი ლიდერი იყო 22 წლის სერგეი დანილჩენკო, მეტსახელად "კუვალდა"(ურო). მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ბიჭმა ორჯერ მოახერხა ზონაშიმოხვედრა, ორივე ყაჩაღობისთვის. (მთავარი ფოტო)


ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც წვრილმან ქურდობას მიყო ხელი, მაგრამ მრისხანე მეტსახელი უკვე კოლონიაში შეარქვეს: ბიჭს ძლიერი დარტყმა ჰქონდა, როგორც ჩანს ტყუილად არ დადიოდა კარატეზე .


მეორე ვადის მოხდის შემდეგ დანილჩენკომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამოეცადა თავისი ძალა .


1984 წელს თანამზრახველთან ერთად, რომელიც მასთან ერთად იჯდა ციხეში, მდიდარი პენსიონერების გასაძარცვად წავიდნენ, მოხუცი ქალი კარგა ხანია საწოლზე იყო მიჯაჭვული დამბლით, ქმარი უვლიდა მას და სახლში პატარა მეურნეობასაც უძღვებოდა


მძარცველები სახლი ღამით შეიჭრნენ. ერთი დარტყმით სასიკვდილოთ მიაწყვინა პატრონი, შემდეგ კი ცოლს მიუბრუნდა. ჯერ სცემა, შემდეგ კი სახეზე ცხელი უთო დაადო. როდესაც აღმოაჩინეს, რომ ნადავლი მხოლოდ 300 მანეთი იყო, მათ ქალი ბალიშით გაგუდეს, თუმცა დანილჩენკოს პარტნიორი მკვლელობის დროს შეყოყმანდა, ბებია ნინას ბავშვობიდან იცნობდა, ის ბიჭს ყოველთვის საკუთარი ბაღის ხილით უმასპინძლდებოდა.ეს დანილჩენკოს ა რ მოეწონა, ციხის ამხანაგმა აშკარად საფრთხე იგრძნო, აღარ ენდობოდა "კუვალდას" და გაერიდა.


შენიღბვის მიზნით, დანილჩენკო გორლოვკის 81-ე სახანძრო განყოფილებაში დასაქმდა. რამდენიმე თვის შემდეგ დანილჩენკო დაუმეგობრდა მეხანძრე გენადი ჟიტნიკს, მეტსახელად "ხლისტს". ისიც ნაციხარი იყო, რაც, თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა და დაცვის უფროსად მუშაობაში.(ფოტოზე მარცხნივ)

image

დღისით ბიჭები სამაგალითოდ იქცეოდნენ, ხანძრისგან ქონების და სიცოცხლის გადარჩენაზე იბრძოდნენ, ღამით კი - სწორედ ამ ქონების და სიცოცხლეს წაართმევაზე. უკვე 1985 წელს, ბანდიტების მშობლიურ გორლოვკა ზედმეტად პატარა ეჩვენათ "დიდი საქმეებისათვის", ამიტომ პარტნიორებმა "დამატებითი ფულის საშოვნელად" სოჭს მიაშურეს.საკურორტო ქალაქი სქელჯიბიან დამსვენებლებს იზიდავდა. თუმცა, მათი მიზანი იყო არა დამსვენებლთა ფულები, არამედ ისინი, ვინც ბინებს აქირავებდა მათზე.


დანილჩენკო რამდენიმე დღის განმავლობაში ზვერავდა მსხვერპლს, შემდეგ კი ჟიტნიკთან ერთად მიაკითხა.


- ბინას რამდენად აქირავებთ დიასახლისო? - უთხრა დანილჩენკომ და მაშინვე მოხუც ქალს დანა კისერზე მიადო.


- ნუ მომკლავთ, ღვთის გულისათვის! - უპასუხა ქალმა . ყველაფერს მოგცემთ, უბრალოდ არ მომკლათ.


კომოდის უჯრიდან ქალმა ფული ამოიღო. მაგრამ თანხა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მძარცველები მოელოდნენ.


- კიდევ მოიტა, მოხუცო! ან გინდა სიცოცხლე? - დაემუქრა მეხანძრე-ბანდიტი.


ქალი ისევ უჯრებში ჩაძვა და მაგიდაზე კიდევ ერთი შეკვრა დადო. ხლისტმა მაშინვე ყელზე მარყუჟი მოუჭირა და მისი დახრჩობა დაიწყო.


მოხუც ქალს გაუმართლა, გადარჩა, მაგრამ ისეთ შოკში იყო, თავდამსხმელებს ვერ აღწერა. ოპერატიულები ცდილობდნენ კრიმინალების ცხელ კვალზე პოვნას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა .


ცოტა მოგვიანებით მათ შეუერთდა ვალერი სინილოვი, რომელიც ასევე სახანძროში ყველა ერთად ნადირობდა არა მხოლოდ სოჭში, არამედ ადლერში, მოსკოვში, მშობლიურ გორლოვკაში და დონეცკის რეგიონში. ისინი ყოველთვის ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ: გაიგებდნენ, ვის ჰქონდა შესაძლო ფული და ძვირფასი ნივთები, ღამით მიაკითხავდნენ სახლში, სასტიკად აწამებდნენ და ხოცავდნენ.



ამ შემთხვევაში მსხვერპლი, როგორც წესი, თავად უღებნდნენ კარს დამნაშავეებს. ამან გამომძიებლები დააფიქრა. უბრალოდ ყოველთვის სახიფათოა ღამით უცხო ადამიანებისთვის გახსნა. მაშ, რა იყო ისეთი, რამაც ნდობა გააჩინა?


მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ გაირკვა, მათ მილიციის ფორმა ეცვათ, რომელიც ხლისტის ნათესავი აძლევდა, ეს უკანასკნელი მილიციელად მუშაობდა და ყველას ფორმა ოფიციალური იყო. შესაბამისად, ვერავინ იეჭვებდა, რომ კარს მიღმა წესრიგის მამაცი მცველი კი არ იყო, არამედ ყაჩაღი-მონსტრები იდგნენ.


ასევე ვერ წარმოიდგენდა, დონეცკის ერთ-ერთი ლუდის ბარის ხელმძღვანელი ლეონიდ ბონდარი, რომ მისი სიკვდილი კარს მიღმა იდგა. მან უყოყმანოდ გაუღო კარი მილიციის ფორმაში გამოწყობილ ორ მამაკაცს და მყისიერად მოხვდა ნიკაპში.


ჟიტნიკმა და დანილჩენკომ მსხვერპლს შებოჭვის შემდეგ დაიწყეს მისი წამება, ფულს ითხოვდნენ. ბონდარს უთოთი აწამებდნენ .მან ტკივილებს ვეღარ გაუძლო და ნახევარი საათის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მაინც არ უთქვამს სად იყო ფული. მის ცოლს სამსახურიდან უნდა დალოდებოდნენ, სინილოვი უთვალთვალებდა ქალს.


ქალი დიდხანს აწამეს, შემდეგ კი გათბობის მილზე ჩამოკიდეს. 600 მანეთი და რაღაცეები თან წაიღეს, დამნაშავეების წასვლის შემდეგ შუაღამისას ბონდარის სახლს ცეცხლი გაუჩნდა.


სწორედ დანილჩენკო მოვიდა ხანძრის ჩასაქრობად, იმ ღამეს მორიგე იყო.ჩააქრო გულმოდგინედ, რათა გაენადგურებინდა ყველა მტკიცებულება. თავდაპირველად ხანძარი უბედური შემთხვევას მიაწერს.და მხოლოდ ბანდიტების დაკავების შემდეგ საექსპერტო კომისიამ დაადგინა, რომ ეს ორმაგი მკვლელობა და განზრახ გაცენილი ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით.


იმისთვის, რომ უკრაინაში ძალზე თვალში საცემი არ ყოფილიყვნენ, სერგეი და მისი ამხანაგები პერიოდულად სტუმრობდნენ რუსეთის ფედერაციის საკურორტო ქალაქებს. ბინების გამქირავებლების შემდეგ გადაერთნენ მათზე, ვინც უცხოური ავეჯს და ვიდეომაგნიტოფონებს ყიდიდა. ურეკავდნენ გამყიდველებს, უნიშნავდნენ შეხვედრას, აწამებდნენ და კლავდნენ . ბანდიტებმა სოჭში გამყიდველის 10 წლის შვილიც კი არ დაინდეს და ორივე სასტიკად მოკლეს, ტროფეი კი ვიდეომაგნიტოფონი, უცხოური შამპუნები, ალკოჰოლი და ამერიკული სიგარეტის ბლოკი იყო. ცოტა მოგვიანებით, ცარიელი სიგარეტის კოლოფები, რომლებითაც ხშირად საბჭოთა პერიოდში ინტერიერის „გაფორმებისთის" ხმარობდნენ, ჩადენილი დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება გახდა.


ბანდამ ბოლო მკვლელობა ჩაიდინა გორლოვკაში - 1988 წელს მათ მოკლეს ლენინის სახელობის მაღაროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


უკრაინის კპ ცენტრალურ კომიტეტში მაგიდაზე მუშტი დაარტყეს და დონეცკის ოლქის მთელი მილიციის უფროსობას პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ, თუ საქმეს ვერ გახსნიდნენ.იმ დროისთვის გორლოვკას მეხანძრეებზე, რომლებიც საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდნენ უკვე ძლიერი ეჭვი ჰქონდათ ადგილობრივ გამყოფილებაშიც კი.

დონეცკის ოლქის საუკეთესო გამომძიებლების გარდა, სოჭისა და მოსკოვის ოპერატიულების ჩაერთვნენ მძარცველ-მონსტრების ძებნაში. მალე სამივე დააკავეს შებოჭეს, დანილჩენკოს საყვარლის ბინაში იპოვეს ნაძარცვი სამკაულები, მაგნიტოფონები და იგივე ამერიკული სიგარეტების ცარიელი კოლოფები.


დანილჩენკო თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს მან დეტალურად აღწერა, როგორ და რით აწამებდნენ მსხვერპლს. ამასთან, მასში არავითარი სინანული არ იგრძნობოდა.(ფოტოზე)

image

1989 წელს დონეცკის საოლქო სასამართლომ სამივე ბანდის წევრს სიკვდილი მიუსაჯა. დამნაშავეებს შეწყალების იმედი ჰქონდათ, მაგრამ უკრაინის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. ეს უკანასკნელი სასიკვდილო განაჩენი იყო უკრაინაში. უახლოესმა ნათესავებმაც კი უარი თქვეს ამ არაადამიანების დაკრძალვაზე. სადაა "უთოს ბანდის" ნეშტები - არავინ იცის.


1
776
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
776
  
2022, 31 დეკემბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1